ედრიან უეიდვიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედრიან უეიდვიცი

უეიდვიცი 2012 წლის ვიკიმანიაზე, ვაშინგტონში
მშობლიური სახელი Adrianne Wadewitz
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1977
ომაჰა, ნებრასკა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 2014 (37 წლის)
პალმ-სპრინგსი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი (1999)
ინდიანას უნივერსიტეტი (2011)[1]
საქმიანობა აკადემიკოსი
ცნობილია როგორც ფემინისტი მეცნიერი, პედაგოგი და ვიკიპედიელი

ედრიან უეიდვიცი (ინგლ. Adrianne Wadewitz; დ. 6 იანვარი, 1977, ომაჰა, ნებრასკა, აშშ — გ. 8 აპრილი, 2014, პალმ-სპრინგსი, კალიფორნია, აშშ) — XVIII საუკუნის ბრიტანული ლიტერატურის ამერიკელი ფემინისტი მეცნიერი და ცნობილი ვიკიპედიელი, ასევე ვიკიპედიის კომენტატორი, რომელიც განსაკუთრებით გენდერულ საკითხებზე მუშაობდა. გარდაიცვალა 2014 წლის აპრილში, კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად, თავის ტრავმით.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედრიან უეიდვიცი, როგორც ბეტი მ.-ს, მედდისა და ადვოკატის, და ნატან უეიდვიცის, ლუტერანი პასტორის ერთადერთი შვილი, დაიბადა 1977 წლის 6 იანვარს, ნებრასკის ქალაქ ომაჰაში.[2] 1995 წელს დაამთავრა ნორტ-პლატის უმაღლესი სკოლა.[3] უეიდვიცი სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას და 1999 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში.[1] 2011 წელს, უეიდვიცმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ინდიანის უნივერსიტეტში და გახდა ოქსიდენტალის კოლეჯის ციფრული სწავლებისა და კვლევის ცენტრის დოქტორანტი. მოგვიანებით, იგი მიიღო HASTAC-ის დაფინანსება.[4]

აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეიდვიცმა დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი, მოგვიანებით, ინდიანას უნივერსიტეტში მიიღო, ბრიტანული ლიტერატურის განხრით, მას შემდეგ, რაც გამოიკვლია XVIII საუკუნის ლიტერატურა.[5] მისი სამაგისტრო ნაშრომი „ტომასის ეჭვი: რელიგიური მიკუთვნების შეჩერება მიზეზთა ასაკში“ (2003),[6] ხოლო სადოქტორო დისერტაცია „მგრძნობელობა, თვითმყოფადობა და მტკიცე მკითხველი, 1775-1815“ (2011) გახდა.[7]

მისი სადისერტაციო მასალა მიეძღვნა საარქივო ნაწარმოებების, საბავშვო ლიტერატურასა და გენდერული საკითხების კვლევებს. მასში უეიდვიცმა შეისწავლა ენისა და დისკურსიული სტრატეგიების გამოყენება, როგორიცაა ჩამატებული ნარატივები ბავშვთა წიგნებში მერი უოლსტოუნკრაფტის, ანა ლეტიცია ბარბოს, შარლოტა ტერნერ სმიტის, მარია ედჟუორტისა და სხვების.[8]

ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს, უეიდვიცმა დაიწყო ჟურნალ New England Primer-ში, ონლაინ რეჟიმში, XVIII საუკუნის ბავშვთა ლიტერატურის, ისტორიაში არსებული ბუნდოვანი წყაროებისა და და ვიკიპედიის საკლასო მუშაობაში გამოყენების ახსნა-განმარტებების გამოქვეყნებას.[9][10]

სწავლის პროცესში ვიკიპედიის გამოყენების შესახებ წერდა, რომ ტრადიციულ წერილობითი და სამეცნიერო უნარების გარდა, მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ უნარი მედიისა და ტექნოლოგიური ცოდნაში. ცოდნის მშენებლობის გზაზე, იგი ყურადღების წყაროების შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებდა.[10]

ვიკიპედიის რედაქტირება და ადვოკატირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეიდვიცი ვიკიმანია 2012-ზე, „ვიკიპედიის გავლენა“

უეიდვიცმა თავისი პირველი რედაქტირება ვიკიპედიაში, 2004 წელს გააკეთა[11] და განაგრძო სტატიების შექმნა ქალი მწერლებისა და მკვლევარების შესახებ, რომელთაგან რამდენიმე რჩეული სტატია გახდა. მან თავდაპირველად ანონიმურად მუშაობდა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი მისი სქესი.[12] უეიდვიცი, თითქმის 50 000-მდე რედაქტირება გააკეთა.[1]

ვიკიპედიაში უფრო მეტი ქალი რედაქტორის მოსაზიდად და არსებული სისტემატიური გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად,[13] მან შემდეგი თქვა: „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი რედაქტორები, მეტი ფემინისტები (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გენდერის რედაქტორი) და უფრო მეტი რედაქტორი, რომლებიც იმუშავებენ ქალების სტატიებზე. ვიკიპედიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფია ბავშვებიანი დაქორწინებული ქალბატონები“.[14]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქსიდენტალის კოლეჯის განცხადება უეიდვიცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

უეიდვიცი გარდაიცვალა 2014 წლის 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც ერთი კვირით ადრე თავის ტრავმა მიიღო ჯოშუას ეროვნულ პარკში კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად.[15][16] ფონდ ვიკიმედიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიუ გარდნერმა, უეიდვიცის სიკვდილი აღწერა, როგორც „უზარმაზარი დანაკლისი“ და თქვა, რომ ის შეიძლება იყო ვიკიპედიის „უდიდესი ავტორი ქალთა სტატიებსა და ისტორიების წერის განხრივ“.[1]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wadewitz, Adrianne; Gay-White, Pamela (April 2009). „Introduction: "Performing the Didactic". The Lion and the Unicorn, special issue on didacticism in 18th-century children's literature. Project MUSE. 33 (2): v–vii. doi:10.1353/uni.0.0457.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Wadewitz, Adrianne; Geller, Anne Ellen; Beasley-Murray, Jon (2013), „Wiki-hacking: Opening up the Academy with Wikipedia“, Hacking the Academy: New Approaches to Scholarship and Teaching from Digital Humanities, Ann Arbor, MI: University of Michigan Press, http://hackingtheacademy.org/lectures-classrooms-and-the-curriculum/
  • Wadewitz, Adrianne; Hilson, Mica (January 2014). „A Doctor for Who(m)?: Queer Temporalities and the Sexualized Child“. Bookbird: A Journal of International Children's Literature. Project MUSE. 52 (1): 63–76.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Cohen, Noam. (April 19, 2014) Adrianne Wadewitz, 37, Wikipedia Editor, Dies After Rock Climbing Fall. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2014. ციტირების თარიღი: April 19, 2014.
  2. Woo, Elaine (April 23, 2014). „Adrianne Wadewitz dies at 37; helped diversify Wikipedia“. Los Angeles Times.
  3. Wetzel, Diane (April 23, 2014). „North Platte grad, 37, Wikipedia editor, dies in climbing fall“. Omaha World Herald. World-Herald News Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2014. ციტირების თარიღი: April 27, 2014.
  4. Davidson, Cathy. Remembering Adrianne Wadewitz: Scholar, Communicator, Teacher, Leader. HASTAC. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 23, 2014. ციტირების თარიღი: April 23, 2014.
  5. Curriculum Vitae of Adrianne Wadewitz. Academia.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 24, 2014. ციტირების თარიღი: April 23, 2014.
  6. Wadewitz, Adrianne. 'Doubting Thomas': The Failure of Religious Appropriation in The Age of Reason. ინდიანას უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: April 23, 2014.
  7. Wadewitz, Adrianne (2011), 'Spare the Sympathy, Spoil the Child:' Sensibility, Selfhood, and the Maturing Reader, 1775–1815, Ann Arbor, MI: ProQuest Dissertations and Theses, http://search.proquest.com/docview/884792113. Order Number 3466388. Indiana University.
  8. Wadewitz (2011), p. vii
  9. New England Primer დაარქივებული 2014-04-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links exhibit and analysis, 2012. Retrieved April 21, 2014.
  10. 10.0 10.1 Selected Works of Adrianne Wadewitz, OxyScholar Digital Repository დაარქივებული 2018-02-26 საიტზე Wayback Machine. , Occidental College. Retrieved April 21, 2014.
  11. Marta Serafini. (April 21, 2014) Addio ad Adrianne Wadewitz, paladina delle donne su Wikipedia. Corriere della Sera. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 27, 2014. ციტირების თარიღი: April 27, 2014.
  12. Wholf, Tracy. (May 18, 2014) ‘Wikipedian’ editor took on website’s gender gap. PBS NewsHour. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 19, 2014. ციტირების თარიღი: May 21, 2014.
  13. Heffernan, Virginia (December 27, 2014). „The Lives They Lived – Remembering some of those we lost this year“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 30, 2014.
  14. Mehrotra, Karishma. (March 26, 2014) Universities 're-write' Wikipedia to fill holes, include women. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 21, 2014. ციტირების თარიღი: April 20, 2014.
  15. Albrinck, Jennie (April 1, 2014). „Busy Weekend for Search and Rescue at Joshua Tree National Park“. Joshua Tree National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2014. ციტირების თარიღი: April 24, 2014.
  16. Newkirk, Barrett (April 18, 2014). „Wikipedia editor Adrianne Wadewitz dies in Palm Springs“. The Desert Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 19, 2014. ციტირების თარიღი: April 18, 2014.