ედმე მარიოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედმე მარიოტი
Edme Mariotte.png
დაბ. თარიღი 1620[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი დიჟონი
გარდ. თარიღი 12 მაისი 1684(1684-05-12)[2] [4] [5]
გარდ. ადგილი პარიზი[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა

ედმე მარიოტი (ფრანგ. Edme Mariotte; დ. 1620, ბურგუნდია, საფრანგეთი — გ. 12 აპრილი, 1684) — ფრანგი ფიზიკოსი და მღვდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედმე მარიოტი დაიბადა 1620 წელს ბურგუნდიაში. იგი იყო სიმონ მარიოტის ყველაზე ახალგაზრდა შვილი. მარიოტის მშობლებს მის გარდა კიდევ 4 შვილი ყავდათ: ჯეანი, დენისი, კლაუდი და კატერინა. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე (1982) ჯეანი იყო ადმინისტრატორი პარიზის პარლამენტში. მშობლებმა მარიოტს სასულიერო განათლება მისცეს, თუმცა იგი ფარულად ფიზიკას სწავლობდა. სხვა ინფორმაცია მისი ადრეული ცხოვრების შესახებ უცნობია. 1666 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პარიზის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში და დაარსების დღიდან მისი წევრიც კი გახდა. მარიოტს ცხოვრების დიდი ნაწილი გატარებული აქვს დიჟონში. 1670 წელს იგი გადავიდა საცხოვრებლად პარიზში.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიოტის მეცნიერული ნაშრომები ეხება მყარი სხეულების მექანიკას, სითხეებისა და აირების დინამიკას, ოპტიკას, მეტეოროლოგიას და ხელსაწყო-იარაღების შექმნას. მან შეიწავლა მზისა და მთვარის ირგვლივ არსებული ფერადი რგოლები. მათშორის გამოარჩევენ ორი სახის რგოლებს — მცირე და დიდი რადიუსის რგოლებს. მცირე რგოლების წარმოშობის ახსნა მარიოტმა ვერ შეძლო, ხოლო დიდი რგოლების წარმოშობა მან ახსნა ატმოსფეროს მაღალ ფენებში ყინულის ნაწილაკების ეგრეთ წოდებული „ნემსების“ არსებობით.

1666 წელს ახლად გახსნილ პარიზის მეცნიერებათა აკადემიას მარიოტმა წარუდგინა მოხსენება თვალზე ბნელი ლაქის აღმოჩენის შესახებ. ანალიზური გამოკვლევის დროს მან შენიშნა, რომ მხედველობის ნერვი თვალი გამოდის და არა თვით გუგას პირდაპირ, არამედ ცოტა გვერდით, ცხვირთან ახლოს. შემდგომში ცდებით მან დაადგინა, რომ ბადისებრი გარსი არ წარმოადგენს მხედველობის ორგანოს და ამის დასამტკიცებლად მარიოტმა მიუთითა გარსის გამჭვირვალობაზე. მისი მოსაზრებით, თვალის იმ ნაწილს, რომელიც სინათლეს შეიგრძნობს, წარმოადგენს თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, რომლის შავ ფერს განსაკუთრებით შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება. მარიოტის ეს მოსაზრება დადასტურდა ფიზიოლოგთა შემდგომი ცდებით. 1676-1686 წლებში გამოქვეყნდა მარიოტის მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომლებიც სითხეებისა და აირების მექანიკას ეხებოდა. ამ ნაშრომში მან პირველად განიხილა სხეულთა სიმტკიცის საკითხი გალილეის მეთოდით. მან შეძლო და გამოიკვლია მსხვრევის ფარდობა აბსოლუტურ სიმტკიცესთან იმ დაშვებით, რომ მსხვრევის წინ სხეულთა ბოჭკოები უნდა გაიჭიმოს, მაშინ როდესაც გალილეიმ ეს პირობა მხედველობაში არ მიიღო. მან გამოიყვანა ფორმულა იმ ტვირთისათვის, რომელიც სხეულის მსხვრევას იწვევს. მრავალი ცდის შედეგად მან დაამტკიცა ტორიჩელის კანონის სამართლიანობა სითხეების გამოდინების სიჩქარეთა შესახებ. შემდგომ მან შექმნა საკუთარი ფორმულა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატმოსფერულ წნევას და მილში სითხის აწევის სიმაღლეს. შადრევნის ზეასვლის სიმაღლის გამოკვლევის შედეგად მარიოტმა შეადგინა ცხრილი ვარდნის სიმაღლის დამოკიდებულებისა ხვრელის სიგანესთან. მასვე აქვს შესწავლილი წყაროების წარმოშობის საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყაროები წარმოიშობა მხოლოდ წვიმებისა და თოვლის შედეგად.

1676 წელს მარიოტმა გამოაქვეყნა კანონი, რომელიც მეცნიერების ისტორიაში შევიდა ბოილ-მარიოტის კანონის სახელწოდებით. აღსანიშნავია ის რომ, რობერტ ბოილმა ეს კანონი 14 წლით ადრე გამოაქვეყნა, მაგრამ მარიოტმა იგი დამოუკიდებლად შექმნა. მარიოტმა აგრეთვე შეძლო და ეს შესანიშნავი კანონი გამოიყენა წნევის მიხედვით ზღვის დონიდან სიმაღლის განსაზღვრისთვის. კანონმა რიგი სახეცვლილებების შედეგ ჩვენამდე ასე მოაღწია: უცვლელი ტემპერატურის დროს გაზის ერთი და იმავე მასის მოცულობა წნევის უკუპროპორციულია. აქედან გამომდინარე მათი ნამრავლი მუდმივი რჩება, ესეიგი თუ , მაშინ .

მარიოტმა შისწავლა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის ღრმა სარდაფების საკითხი და დაასკვნა, რომ იგი ზამთარში თბილი კი არ არის, არამედ ინარჩუნებს ტემპერატურას, ამით აირსნება ისიც, რომ ზაფხულში იგი ცივად ეჩვენებოდათ. მისივე ინიციატივით დაიწყო ევროპაში წვიმის ნალექების წლიური სიმაღლის გაზომვა. მან ლამბერტთან ერთად პირველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მინა ატარებს ეგრეთ წოდებულ სითბურ სხივებს.

ედმე მერიოტს შექმნილი აქვს მრავალი ხელსაწყო, თუმცა მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთს დიდი როლი ჰქონდა წინა საუკუნეების ჰიდროტექნიკის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ ამ ხელსაწყოს მისი სახელი ეწოდა. აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელი იყო სითხის გამოდინების სიჩქარის მუდმივად შენარჩუნება ჭურჭელში სითხის დონის დაბლა დაწევით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 49-51, თბ., 1980.
  • Ф. Розендергер, История физики, ч. вторая, М.-Л., 1937, ч. третья, вып-2, М.-Л., 1936.
  • Biographie Universelle, Ancienne et Moderne, tome 27. A Paris, 1820.
  • Scienziati e tecnologi Dalle Origini al 1875. Milano, 1975.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Mariotte, Edme". Encyclopædia Britannica(11th ed.). Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #117551988 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. British Museum person-institution thesaurus
  4. 4.0 4.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. Nationalencyklopedin — 1999.
  7. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica Inc..
  8. Early Modern Letters Online
  9. Digital Library for Dutch Literature
  10. National Library of Australia — 1960.