ედიშერ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედიშერ ჭელიძე
46516460 1936214813129470 870284107882430464 n.jpg
დაბ. თარიღი 4 აგვისტო 1959(1959-08-04) (59 წელი)
დაბ. ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო თეოლოგია და ფილოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და თეოლოგიის დოქტორი
ჯილდოები წმიდა გიორგის ოქროს ორდენი

ედიშერ ჭელიძე (დ. 4 აგვისტო, 1959, მახარაძე) — ქართველი თეოლოგი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), თეოლოგიის დოქტორი (2013), პროფესორი (1999). თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა (1980) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში. 1984 წლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელია. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების „პეტრეს მიმართ ძმისა თვისისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის“ ძველი ქართული თარგმანი“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობს პატროლოგიის კურსს. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“. 1998 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა. 2010 წლის თებერვალში დაინიშნა პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგედ. 2012 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2013 წლის 14 იანვარს მსოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ მიანიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1995-1996 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „გზა სამეუფო“, 2000-2001 წლებში გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“, ხოლო 2011-2012 წლებში ჟურნალი „გული გონიერი“ (I-IV ნომერი).[1]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო-საღვთისმეტყველო წიგნი და ათეულობით სტატია. მის მიერ ძველი ბერძნული ენიდან თარგმნილია საეკლესიო ლიტერატურის მრავალი ნაშრომი.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდა იოანე დამასკელი — „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ (თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 2000).
  • „წმინდა მღვიძარეთა მშვენიერებათმოყვარეობა“ (I. I-III, 2013)
  • წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი — „სინანულისა და მწუხარების შესახებ“ (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №4, 1992)
  • წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი — „ქრისტეს აღდგომის შესახებ“ (ჟურნალი „ჟვარი ვაზისა“, N4 1990)
  • წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი — „სიყვარულის შესახებ“ („სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“,  ტ. II 1991)
  • წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი — „სამადლობელი“ (ჟურნალი „გზა სამეუფო“ №1, 1994 წელი)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „მაცხოვრის შობისა და ბეთლემში ამოწყვეტილ ჩვილთა შესახებ“ (ჟურნალი „გული გონიერი“, საშობაო გამოცემა, 2011)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?“ (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „ადამიანის შექმნის შესახებ“, I-IV თავები (ჟურნალი „გზა სამეუფო“, №1, 1995)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „სიტყვა სულიწმინდის შესახებ ანუ სულთმოფენობისათვის“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „ეპისტოლე ევსებისადმი“ (ჟურნალი „გზა სამეუფო“, №1, 1995)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „სოფისტი ლიბანიოსისადმი“ (ჟურნალი „გზა სამეუფო“, №1 1995)
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების შესახებ“ (ჟურნალი „გული გონიერი“, № 1-2, 2011)
  • წმიდა გრიგოლ პალამა — „წმინდა მთის ტომოსი“ (ჟურნალი „გზა სამეუფო“, N 1(4). 1996)
  • წმიდა გრიგოლ პალამა — „აღსარება მართლმადიდებლური სარწმუნოებისა“ (ჟურნალი „გული გონიერი“, №1 (4), 2012 წ.
  • წმიდა გრიგოლ პალამა — „საღვთო სულის გაცხადებისა და მისი დაყოფის შესახებ, რაც აღსრულდა სულთმოფენობის ჟამს. აქვე სინანულის შესახებაც“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა დიონისე არეოპაგელი — „ციური იერარქიის შესახებ“ (გამომცემლობა „მერმისი“, 2006)
  • წმიდა დიონისე არეოპაგელი — „საღვთო სახელთა შესახებ“ (თავი I), მაქსიმე აღმსარებლის კომენტარებითურთ (ჟურნალი „გზა სამეუფო“, N1, 1995)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელი — „ეპისტოლე იოანე ანტიოქელისადმი („ეფესოს სიმბოლო“) („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელი„ბზობის წმინდა დღესასწაულის შესახებ“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელი — „21-ე სააღდგომო ჰომილია“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელი„თორმეტი ანათემა“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელი — პირველი ანათემატიზმა და მისი განმარტება („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელი – სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ (ფრაგმენტები) („გული გონიერი“, № 3, 2011)
  • წმიდა კირილე ალექსანდრიელიიოანეს სახარების განმარტება (1.1-5) (ჟურნალი „გული გონიერი“, №1-2, 2011)
  • წმიდა ისიდორე პელუზიელი — „რჩეული ეპისტოლეები“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა მაქსიმე აღმსარებელი — „სულიწმინდის სამგვარი გამოვლინების შესახებ კაცობრიობაში“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა მაქსიმე აღმსარებელი — „კიდონიის უწმინდესი ეპისკოპოსისადმი“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა მაქსიმე აღმსარებელი — „ქრისტეში ორი მოქმედების შესახებ“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა მაქსიმე აღმსარებელი — ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ (ფრაგმენტები) (ჟურნალი „გზა სამეუფო“, №1(4), 1996)
  • წმიდა მაკარი დიდი ეგვიპტელი — „ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა მარკოზ ეფესელი — „იმის შესახებ, რომ არათუ მარტოდენ საუფლო სიტყვათა წარმოთქმა, არამედ, აგერთვე, მათ შემდეგ მღვდლის ლოცვა და კურთხევა, სულიწმინდის ძალით, წმინდაყოფს საღვთო ძღვენს“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა მარკოზ ეფესელი — კითხვა-მიგება მარკოზ ეფესელისა, რომლის ზედწერილია „ლატინოს“, ანუ „მრწამსის“ დანამატის შესახებ“ („სიტყა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. II)
  • წმიდა მარკოზ ეფესელი — „ეფესოს უწმინდესი მიტროპოლიტის მარკოზ ევგენიკოსის აპოლოგია, რომელიც მან წარმოთქვა მოახლოებული აღსასრულის ჟამს“ („სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. II)
  • წმიდა იოანე ოქროპირი„ამაღლების შესახებ“ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმ. იოანე ოქროპირირომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება (1.1-8) (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • წმიდა ეგნატი ანტიოქიელი — „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“ (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი — XXXII სიტყვა (ჟურნალი „გული გონიერი“, №1 (4), 2012 წ.; სრულად არ არის გამოქვეყნებული)
  • კლიმენტი ალექსანდრიელი — სტრომატა (წიგნი V, თავი X) (ჟურნალი „გზა სამეუფო“, №2, 1994)
  • წმიდა რომანოზ ტკბილადმგალობელი — „ქრისტეშობის კონტაკიონი“ (საქართველოს ეკლესიის კალედნარი, 2012)
  • წმიდა ათანასე დიდი — „ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი ათონელი მამის ათანასეს სამადლობელი“ (ჟურნალო „ემაოსი“, №1(4), 2005)
  • თეოფილე ანტიოქიელი — ავტოლიკესადმი (III თავი) („სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. I)
  • წმიდა იუსტინე მარტვილი — სიტყვა ელინთა მიმართ
  • უცნობი ავტორი — ეპისტოლე დიოგნეტესადმი („სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. I. 1990)
  • წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელი — საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • წმიდა სვიმეონ თესალონიკელი — წმინდა საიდუმლოთა შესახებ („სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004)
  • მარტვილობა იუსტინესი და მისი მეგობრებისა (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • იოანე მონაზონი — მცირე სჯულის კანონი („სპეკალი მართლმადიდებლობისა“, თბილისი 2007 წელი)
  • განმარტებათა ნაკრები ფსალმუნთა წიგნზე, შედგენილი სხვადასხვა წმინდა მამისა და მოძღვრისაგან ჰერაკლიის უსამღვდელოესი მიტროპოლიტის, უფალ ნიკიტას მიერ (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • წმიდა იპოლიტე რომაელიისააკისა და იაკობის კურთხევათა შესახებ („საღვთისმეტყველო კრებული“, 1987, №3)

საღვთისმეტყველო წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ეკლესია — სძალი უფლისა“ (1990)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში განხილული საკითხები:

„მართლმადიდებლური ხატმეტყველება“ (2001)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში განხილული საკითხები:

  • ხატმეტყველება და დოგმატიკა.
  • ადამიანი — ძეობილი ღვთისა, ხატი ძეღმერთისა.
  • ადამიანი — ღვთის ხატი და მსგავსება.
  • წმ. ეფრემ მცირის სწავლება ადამიანის როგორც პირმშოხატის ხატის შესახებ.

„მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს ეკლესიაში“ (სტატიათა კრებული, 2004)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში შესულია შემდეგი სტატიები:

  • მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში
  • „გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?“ (საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)
  • „არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა“
  • იცის თუ არა იესო ქრისტემ მეორედ მოსვლის დღე და საათი თავისი კაცობრივი ბუნებით?
  • მდიდრისა და ლაზარეს იგავის განმარტება ეკლესიის მამათა მიერ
  • წმ. მარკოზ ეფესელის ანტიკათოლიკური სიტყვის რუსული თარგმანის შესახებ
  • ხილვა სამომავლო განკითხვისა (ნაწყვეტი „წმ. ბასილი ახლის ცხოვრების“ უძველესი, ათონური ხელნაწერიდან)
  • ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ
  • ეკლესიის მამათა სწავლება ავაზაკისა და სამოთხის შესახებ
  • ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტის პასუხი უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრის შესახებ
  • ერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს წმინდა სინოდის პასუხი
  • ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ

„სპეკალი მართლმადიდებლობისა“ (კრებული, 2007)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სული ცხოველი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მრავალნათლიობა
  • ერთი ნათლიის ნათლულთა ურთიერთნათესაობა
  • სამგზის დასხმით ნათლისღება

„ნიშანი ქართლისა ცხოვრებისაჲ“ (სტატიათა კრებული, 2017)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ.
  • საუფლო კვართის ქართლისადმი წილხვდომილობის შესახებ.
  • ქართლისა და აფხაზეთის გაქრისტიანების, წმინდა მირონის კურთხევის დაწესების, კათოლიკოსთა ხელთდასხმისა და სხვა საეკლესიო საკითხების შესახებ (წმ. ეფრემ მცირე: „უწყებაჲ ქართველთა მოქცევისასა“).
  • წმ. ათანასე ათონელი: სამადლობელი ივერიელთა მიმართ.
  • აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.
  • უძველესი კითხვა-მიგებითი კატეხიზმო ელიოზის (ელიაზარის) დედის შესახებ.
  • წმ. იოანე ანჩელი — „გალობანი ანჩის-ხატისანი“ (შესწორებული ტექსტი).
  • პირი-ღვთისა ანუ ანჩის-ხატი (ისტორიულ-საღვთისმეტყველო დაკვირვებანი).
  • „ბარაბეანნი ორმოცდაათი სული...“

„საეკლესიო დოგმატიკა და ერესები“ (თბილისი, 2016)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საეკლესიო სიმართლე წითელი კვერცხის შესახებ და ზოგიერთი სხვა ლიტურგიკული საკითხი“ (თბილისი, 2018)

სამეცნიერო პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა“ (ძეგლები თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ; გამომცემლობა „ახალი ივირონი“, საეკლესიო ბიბლიოთეკის I ტომი, 2008).
  • „ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ“ (ახალი, შესწორებული გამოცემა, მოამზადა ედიშერ ჭელიძემ; გამომცემლობა „ახალი ივირონი“, საეკლესიო ბიბლიოთეკის III ტომი, 2006).
  • „ფსალმუნნი“ (ახალი, შესწორებული გამოცემა, მოამზადა ედიშერ ჭელიძემ; გამომცემლობა „ახალი ივირონი“, საეკლესიო ბიბლიოთეკის IV ტომი, 2006).
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი — „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (ხელნაწერი (წმ. გიორგი მთაწმიდელის ძველი ქართული თარგმანი) შეისწავლა და შენიშვნები დურთო ედიშერ ჭელიძემ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989).
  • „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“ (1997)
  • „დიდნი კურთხევანი“ (ტომი I)
  • „ძველი ქართული ბიბლია“ (ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, 2015).
  • „ძველი ქართული ახალი აღთქმაჲ“ (სქოლიოებით) (ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2017).
  • „მრავალენოვანი ბიბლია“ (I, „შესაქმე“) (გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2017).

სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კომენტარი სახარების მუხლზე: „უადვილეს არს აქლემი განსვლად ჴურელსა ნემსისასა“ (მთ. 19.24) („სპეკალი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2007 წ. გვ. 144-146)
  • წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა
  • ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ (ჟურნალი „უფლის ციხე“ №3 2014)
  • ადამიანი-ხატი პირმშოხატისა (ჟურნალ „გზა სამეუფოს“ დანართი №1, 1995)
  • ეკლესიის სწავლება ადამიანთა სულების წარმოშობის შესახებ (ჟურნალი „გული გონიერი“, N3, 2012)
  • დოგმატი და იკონომია (ჟურნალი „გული გონიერი“, N3, 2012)
  • უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები (ფილიპ. 3.13) (493-ე სქოლიო „სათნოებათმოყვარეობის“ ახალ ქართულ თარგმანზე, „საეკლესიო ბიბლიოთეკის“ V ტომი, 2006)
  • ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ (ჟურნალ „გზა სამეუფოს“ დანართი №2, თბილისი, 1995)
  • წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობისა და „ბუნებითი ღმერთობის“ შესახებ (ჟურნალი „გული გონიერი“, სააღდგომო გამცოემა, №2, 2011)
  • მოუნათლავ ჩვილთა შესახებ (გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, №2-3, 1999)
  • დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ (ჟურნალი „გული გონიერი“, N2, სააღდგომო გამოცემა, თბ. 2011)
  • ანგელოზთა რომელი დასის წევრები არიან მიქაელი და გაბრიელი? (202-ე სქოლიო წმინდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე. „საეკლესიო ბიბლიოთეკის“ I ტომი, 2008)
  • ანგელოზთა იერარქიის შესახებ (166-ე სქოლიო წმინდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე. „საეკლესიო ბიბლიოთეკის“ I ტომი, 2008)
  • პეტრე იბერის თაობაზე (2010)
  • აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ (2011)
  • იაკობ გოგებაშვილის წმინდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით (201)
  • „ოდეს სამართალმან დაგასამართლოს“ (2011)
  • უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის ანუ ხსნილის შესახებ (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • ცხონების აღმოცისკრება (დოგმატურ-საღვთისმეტყველო სერია №7, თბილისი, 2004 წ.)
  • გზა სამეუფო (ჟურნალი „გზა სამეუფო“ №1, 1994 წელი)
  • ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა (იოანე, 20.17) (განმარტებათა ნაკრები) (ჟურნალი „გული გონიერი“, №1, 2011)
  • ქრისტიანობა და საზოგადოება (ჟურნალი „გული გონიერი“, №2, 2011)
  • „საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერული მტკიცებულებანი“ (სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების VI ტ. 2015)
  • როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა — ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი? (თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, VII ტომში, 2016)
  • მართლმადიდებელი ეკლესია და ეროვნულობა (ჟურნალი „გული გონიერი“, №1 (4), 2012)
  • იოანე პეტრიწის სწავლება პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ (ჟურნალი „ბურჯი ეროვნებისა“. თბილისი, 1999, №1-2)
  • იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა (ჟურნალი „რელიგია“, 1995 წ. №. 1-2-3)
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან (ჟურნალი „ფუძე“, №2, 2004)
  • ქართველ ათონელთა ღვაწლი (სამეცნიერო ჟურნალი „ლოგოსი“, 2011 წ. №6)
  • დიდაქეს შესახებ (ეკლესია — სძალი უფლისა. თბ. 1990)
  • კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ (ჟურნალი „გზა სამეუფო“, №2, 1994)
  • I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები (ხუთ ნაწილად) (2002-2003)
  • ერთი წყარო წმ. დიონისე არეოპაგელის შესახებ (საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, 1995)
  • წმინდა წერილის ქართულად თარგმნა-რედაქტირების ძირითადი ეტაპები ("მცხეთური დავითნისა" და "ადიშის ოთხთავის" მაგალითზე) (ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში, თბილისი, 2004).
  • გრიგოლ ნოსელის თხზულების "პასუხი ექუსთა მათ დღეთათვს" გამოძახილი ძველ ქართულ მწერლობაში (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია. თბილისი, 1984. N4)
  • სამეტყველო კოდირების ერთი ნიმუში მისტიკური სიმბოლიზმის ასპექტით : [ქართული კულტურის "შინაგანი სიტყვა", როგორც ქრისტიანული გონის გამოვლინება (ქართველური მემკვიდრეობა. ქუთაისი, 1999. ტ.3)
  • იოანე საბანისძის ლიტერატურული წყაროების შესახებ ("გულანი", ხელნაწერთა ინსტიტუტი. თბილისი, 1989).
  • ანტიერეტიკონი (მწვალებლობის წინააღმდეგ, თბილისი 1997).
  • რეცენზია სოსო მახარაშვილის "თეოფილე ხუცესმონაზონის" გამო ("კალმასობა". თბილისი, 2003).
  • რეცენზია წიგნზე: ზურაბ სარჯველაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი ("კალმასობა". თბილისი, 1998).
  • რეცენზია წიგნზე: ბ. გუნია, იულიუსის კალენდრის არსი და მნიშვნელობა (კალმასობა. თბილისი, 1998).
  • ბასილ ზარზმელის თხზულების "ცხოვრებაი და მოქალაქეობაჲ ღმერთშემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისა სერაპიონისი" თარიღის დადგენისათვის (საღვთისმეტყველო კრებული. თბილისი, 1991. N1)
  • წმ. ანდრია პირველწოდებული - საქართველოს განმანათლებელი (რეცენზია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის რამაზ ხალვაშის მონოგრაფიაზე "ანდრია პირველწოდებული საქართველოში", სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები. თბილისი, 2012. ტ. III).


რადიო ლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003-2004 წლებში საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ეთერში პროფესორი ედიშერ ჭელიძე კითხულობდა ლექციებს „ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან“.

სულ წაკითხულ იქნა 370-ზე მეტი ლექცია (ხანგრძლივობა საშუალოდ 15-30 წუთი), რომლის ფარგლებშიც ავტორმა ამომწურავად მიმოიხილა I-V საუკუნის საეკლესიო მოძღვართა ცხოვრება და მოღვაწეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]