ედიშერ გიორგობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგობიანი.
ედიშერ (დავით) გიორგობიანი
დაბადების სახელი ედიშერ გიორგობიანი
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1955 (1955-08-05) (68 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ედიშერ (დავით) გიორგობიანი (დ. 5 აგვისტო, 1955, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

1977 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). 1977–1984 წლებში მუშაობდა რუსთავის დრამატული თეატრში. თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსა და ტელვიზიის ლიტერატურულ რედაქციასთან, მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში. კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის 1980 წლის ფილმში „სახლი ლესნაიაზე“ (რევოლუციონერი გიორგი სტურუა). გიორგობიანის მნიშვნელოვანი როლია სანდრო ბარათელი ფილმში „მონანიება“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1984). სხვა როლები: მეფე ფარნავაზი („ქართლოსიანთა საკურთხეველი“, რეჟისორი ალინა აბაშმაძე, 1982), მეფანდურე („დიმიტრი II“, რეჟისორი რამაზ ხოტივარი, 1982), უფლისწული გიორგი („წიგნი ფიცისა“, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, 1983), ვამეხი („ვამეხი მოდის“, რეჟისორები ოთარ ლითანიშვილი, ოთარ შამათავა, 1988) და ა. შ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა სტალინის როლი ტელესერიალში „სტალინი. Live“ (რეჟისორი გრიგოლ ლიუბომიროვი, 2006, რუსეთი). მუშაობა განაგრძო, როგორც რეჟისორმა. იღებს რელიგიური, კონსერვატული შინაარსის დოკუმენტურ ფილმებს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]