შინაარსზე გადასვლა

ედიტ კლარკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედიტ კლარკი (დ.10 თებერვალი, 1883 – გ. 29 ოქტომბერი, 1959) — ამერიკელი ელექტროინჟინერი და აკადემიკოსი. კლარკი სპეციალიზდებოდა ელექტროენერგეტიკული სისტემების ანალიზში[1] და მიეწერება „ჭკვიანი ელექტროგადამცემი ქსელის“ შექმნა - მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავლის ელექტროქსელის განვითარებაში, სტაბილურობისა და საიმედოობის უზრუნველყოფაში. კლარკი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ანალიზატორი გამოიყენა ელექტროენერგეტიკული ქსელების შესახებ მონაცემების მისაღებად. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი კლარკის საქმიანობას უწოდებს „პირველ ნაბიჯს ჭკვიანი ქსელის ტექნოლოგიისკენ“ და შეიძლება ვუწოდოთ Smart Grid-ის „დამფუძნებელი დედა“.[2]

დაწერა სახელმძღვანელო, რომელსაც ელექტროენერგეტიკის ინჟინრები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ — ცვლადი დენის ენერგოსისტემების წრედების ანალიზი.[3]

კლარკი იყო პირველი ქალი, რომელიც აშშ-ში პროფესიულად დასაქმდა ელექტროინჟინრად და პროფესორად ელექტროინჟინერიის დარგში, ქვეყანაში.[4] ასევე პირველი ქალი, რომელმაც ნაშრომი წარადგინა ამერიკის ელექტროინჟინრების ინსტიტუტში.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრა შვილიდან ერთ-ერთი, ედიტ კლარკი დაიბადა ჰაუვარდის ოლქში, მერილენდში, ადვოკატ ჯონ რიჯლი კლარკისა და სიუზან დორსი ოუინგსის ოჯახში 1883 წლის 10 თებერვალს.[5] 12 წლის ასაკში ობლად დარჩენის შემდეგ, უფროსმა დამ აღზარდა. მემკვიდრეობა გამოიყენა მათემატიკისა და ასტრონომიის შესასწავლად ვასარის კოლეჯში, სადაც 1908 წელს დაამთავრა პატივით (ფი ბეტა კაპა).[6][7][8]

კოლეჯის შემდეგ, კლარკი ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას კერძო სკოლაში სან-ფრანცისკოში და მარშალის კოლეჯში. შემდეგ გაატარა 1911-1912 სასწავლო წელი სამოქალაქო ინჟინერიის შესწავლით უისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში, მაგრამ წავიდა, რათა გამხდარიყო "გამომთვლელი" AT&T-ში 1912 წელს. ითვლიდა ჯორჯ კემპბელისთვის, რომელიც მათემატიკურ მეთოდებს იყენებდა შორ მანძილზე ელექტროგადაცემის პრობლემებზე.[9] AT&T-ში ყოფნისას, სწავლობდა ელექტროინჟინერიას კოლუმბიის უნივერსიტეტში ღამით.[2][6][7][8]

1918 წელს კლარკი ჩაირიცხა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, და მომდევნო წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში MIT-დან.[10] ნაშრომი MIT-ში ხელმძღვანელობდა არტურ ე. კენელიმ და ეწოდა "უხეში ხელოვნური გადამცემი ხაზის ქცევა სიხშირის უსასრულოდ გაზრდისას".[11]

ინჟინერად სამსახურის პოვნის შეუძლებლობის გამო, კლარკი წავიდა სამუშაოდ General Electric-ში, როგორც გამომთვლელების ხელმძღვანელი ტურბინების საინჟინრო დეპარტამენტში. აქ ხელმძღვანელობდა ქალ გამომთვლელებს, რომლებიც ითვლიდნენ მექანიკურ დაძაბულობებს ტურბინებში.[6][2][8] 1921 წელს კლარკმა აიღო შვებულება GE-დან, რათა ესწავლებინა ფიზიკა კონსტანტინოპოლის ქალთა კოლეჯში თურქეთში, რადგან არ ჰქონდა ნებართვა ელექტროინჟინერიის სამუშაოს შესრულებისთვის, არ იღებდა იგივე ხელფასს და ჰქონდა უფრო დაბალი პროფესიული სტატუსი, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც იმავე სამუშაოს აკეთებდნენ.[12]

1922 წელს, როდესაც კლარკი თურქეთიდან დაბრუნდა, GE-მ შესთავაზა სამუშაო, როგორც ხელფასიან ელექტროინჟინერს ცენტრალური სადგურის საინჟინრო დეპარტამენტში – პირველი პროფესიონალი ქალი ელექტროინჟინერი შეერთებულ შტატებში.[13]

კლარკის სპეციალიზაციის სფერო იყო ელექტროენერგიის სისტემები და მათი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული პრობლემები. შეიმუშავა დიაგრამები, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც გამოთვლითი მოწყობილობები, რათა GE-ის ინჟინრებს საშუალება მიეცათ დაედგინათ, როგორ ნაწილდებოდა დენები გადამცემ ხაზებს შორის. მისმა დიაგრამებმა დაზოგა ღირებული გამოთვლითი დრო მეორე მსოფლიო ომის დროს.[6][8]

ამ პერიოდში გამოიგონა კლარკის კალკულატორი,[10] ადრეული გრაფიკული კალკულატორი, მარტივი გრაფიკული მოწყობილობა, რომელიც წყვეტდა განტოლებებს, რომლებიც მოიცავდა ელექტრულ დენს, ძაბვას და წინააღმდეგობას ელექტროგადამცემ ხაზებში. მოწყობილობას შეეძლო ხაზის განტოლებების გადაწყვეტა, რომლებიც მოიცავდა ჰიპერბოლურ ფუნქციებს, ათჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე წინა მეთოდებით. პატენტი კალკულატორზე შეიტანა 1921 წელს და მიენიჭა 1925 წელს.[10][14] ეს იყო ერთ-ერთი სამი პატენტიდან, რომელიც კლარკმა მიიღო კარიერის განმავლობაში.

განათლება მათემატიკაში დაეხმარა,რათა მიეღწია წარმატებისთვის თავის სფეროში. დაწერა ან თანაავტორობით შექმნა 18 ტექნიკური ნაშრომი GE-ში მუშაობის პერიოდში და იყო ექსპერტი ჰიპერბოლურ ფუნქციებში, ეკვივალენტურ ჯაჭვებში და ელექტროენერგიის სისტემების გრაფიკულ ანალიზში.[15][16][17] 1926 წლის 8 თებერვალს აჩვენა ჰიპერბოლური ფუნქციების გამოყენება მაქსიმალური სიმძლავრის გამოსათვლელად, რომლის გადატანაც შეეძლო ხაზს სტაბილურობის დაკარგვის გარეშე.[18] ნაშრომი მნიშვნელოვანი იყო, რადგან გადამცემი ხაზები უფრო გრძელი ხდებოდა, რაც იწვევდა უფრო დიდ დატვირთვებს და სისტემის არასტაბილურობის მეტ შანსს, ხოლო კლარკის ნაშრომი იძლეოდა მოდელს, რომელიც გამოიყენებოდა დიდ სისტემებზე.[19] ორმა მოგვიანებით შექმნილმა ნაშრომმა მოიპოვა ჯილდოები AIEE-სგან: საუკეთესო რეგიონული ნაშრომის პრიზი 1932 წელს და საუკეთესო ეროვნული ნაშრომის პრიზი 1941 წელს.[4]

კლარკის მუშაობა გადამწყვეტი იყო აშშ-ის ელექტროქსელის ზრდისა და განვითარებისთვის 1920-იან და 1930-იან წლებში. 1930 წელს კლარკი გახდა ინჟინრების ხელმძღვანელი GE-ში, რომლებიც შეისწავლიდნენ ენერგიის სტაბილურობას. 1933 წელს გადავიდა GE-ის ანალიტიკურ განყოფილებაში, სადაც ასრულებდა აპარატურისა და სისტემის ანალიზს.[8]

ასევე მუშაობდა ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტებასა და მშენებლობაზე დასავლეთში, მათ შორის ჰუვერის კაშხალზე, რითაც შეიტანა თავისი ელექტროტექნიკური ცოდნა ტურბინების შემუშავებისა და დამონტაჟებისთვის, რომლებიც დღემდე აწარმოებენ ჰიდროენერგიას.[20]

1943 წელს კლარკმა დაწერა გავლენიანი სახელმძღვანელო ელექტროენერგიის ინჟინერიის სფეროში, "ცვლადი დენის ელექტროსისტემების ანალიზი", რომელიც დაფუძნებული იყო ჩანაწერებზე GE-ის ინჟინრებისთვის ლექციებიდან. ეს ორტომეული სახელმძღვანელო ასწავლის სიმეტრიული კომპონენტების მეთოდს. ეს არის მათემატიკური საშუალება ინჟინრებისთვის, რათა შეისწავლონ და გადაჭრან ენერგოსისტემის დანაკარგებისა და ელექტრო აღჭურვილობის მუშაობის პრობლემები. კლარკმა ადაპტირება გაუკეთა ამ სისტემას სამფაზიან კომპონენტებზე, რომლებიც წარმოადგენს შეერთებული შტატების ელექტროქსელის საფუძველს. ეს სახელმძღვანელო მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც საფუძველი ელექტროინჟინრების განათლებისთვის.[21]

კლარკი General Electric-დან გადადგა 1945 წელს და იყიდა ფერმა ჰაუვარდ ოლქში, მერილენდში. მაგრამ დიდხანს არ დარჩა პენსიაზე.[13]

1947 წელს კლარკი შეუერთდა ოსტინში მდებარე ტეხაის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის დეპარტამენტის ფაკულტეტს, რითაც გახდა პირველი ქალი ელექტროინჟინერიის პროფესორი ქვეყანაში.[4] მონაწილეობდა მრავალ კომიტეტში და ემსახურებოდა როგორც მაგისტრანტების მრჩეველი. კლარკი წაახალისებდა მაგისტრანტებსა და ასისტენტ პროფესორებს, რომ გამოქვეყნებულიყვნენ ადრეულ ეტაპზე თავიანთ კარიერაში. ასწავლიდა 10 წლის განმავლობაში და პენსიაზე გავიდა 1956 წელს.[4]

პატივი, ჯილდოები და კუთვნილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარკი იყო ამერიკელ ელექტროინჟინერთა ინსტიტუტის წევრი.[4] 1954 წელს მან მიიღო ქალი ინჟინრების საზოგადოების (SWE) მიღწევის ჯილდო,[15][22] "მისი მრავალი ორიგინალური წვლილის აღიარების ნიშნად სტაბილურობის თეორიასა და ჯაჭვის ანალიზში". [11][23]კლარკი შეირჩა ჩასართველად "მიღწევების მქონე ქალები მერილენდის ისტორიაში" 1998 წელს და ასევე შევიდა "ამერიკულ ეროვნულ ბიოგრაფიასა" და "თანამედროვე პერიოდის ამერიკის გამორჩეულ ქალებში".

კლარკის მიღწევები აღიარებულია დღემდე. 2003 წელს კლარკი შეყვანილ იქნა მერილენდის ქალთა დიდების დარბაზში. 2015 წელს კლარკი შეყვანილ იქნა ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზში.[24] 2016 წელს ტეხასის უნივერსიტეტმა ოსტინში დააარსა ედიტ კლარკის უპირატესობის ქალის ჯილდო, რათა პატივი სცეს გამორჩეულ ქალ პროფესორებს.[2][25]

კლარკი იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში MIT-დან. პირველი ქალი, რომელიც პროფესიულად დასაქმდა, როგორც ელექტროინჟინერი შეერთებულ შტატებში[10] და ელექტროინჟინერიის პროფესორად ქვეყანაში.[4] ასევე იყო პირველი ქალი, რომელმაც წარადგინა დოკლადი ამერიკელ ელექტროინჟინერთა ინსტიტუტის წლიურ შეხვედრაზე.

კლარკმა მიიღო ტაუ ბეტა პაის ქალთა ბეჯი (#95).[4] 1948 წელს კლარკი იყო ერთ-ერთი პირველი სამი ქალი წევრი ამერიკელ ელექტროინჟინერთა ინსტიტუტისა.[4] იყო პირველი ქალი, რომელიც მიღებულ იქნა როგორც სრული ხმის უფლების მქონე წევრი ამერიკელ ელექტროინჟინერთა ინსტიტუტში.[26]

კლარკს მიეწერება ელექტროქსელის ზრდაში დახმარება, ამ ქსელის სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნებაში დახმარება, და ჭკვიანი ქსელის – მომავლის ქსელის საფუძვლის დადება. პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა ანალიზატორი ელექტროქსელების შესახებ მონაცემების მისაღებად. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი მის ძალისხმევას უწოდებს "პირველ ნაბიჯს ჭკვიანი ქსელის ტექნოლოგიისკენ. შეიძლება ვუწოდოთ ჭკვიანი ქსელის 'დამფუძნებელი დედა'".[2]

1948 წლის 14 მარტს "The Daily Texan"-ისთვის ინტერვიუში კლარკმა აღნიშნა: "არ არსებობს მოთხოვნა ქალ ინჟინრებზე, როგორც ასეთებზე, როგორც არის ქალ ექიმებზე; მაგრამ ყოველთვისაა მოთხოვნა ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია კარგად შეასრულოს სამუშაო".[27]

  1. Brittain, J.E. (January 1996). „Edith Clark and power system stability [Scanning the Past]“. Proceedings of the IEEE. 84 (1): 90. doi:10.1109/JPROC.1996.476030. ISSN 0018-9219. S2CID 26830617.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Rosengren, Paul Lief (2023). Famous Women Engineers in History - Book 2: Edith Clarke, Trailblazer in Electrical Engineering. IEEE USA E-Books. ISBN 978-1538686997. 
  3. Clarke, Edith (1943). Circuit analysis of A-C power systems. J. Wiley & sons, inc.. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Durbin, John. In Memoriam: Edith Clarke. Index of Memorial Resolutions and Biographical Sketches. University of Texas. ციტირების თარიღი: October 25, 2019
  5. Riddle, Larry. Edith Clarke. Biographies of Women Mathematicians. Agnes Scott College. ციტირების თარიღი: October 16, 2012
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Goff, Alice C. (1946). Women Can Be Engineers. Ann Arbor, Michigan: Edwards Brothers, Inc.. 
  7. 7.0 7.1 (2000) The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives from Ancient Times to the Mid-20th Century. New York, New York: Routledge. ISBN 9780415920384. 
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Sicherman, Barbara; Green, Carol Hurd; Kantrov, Ilene; Walker, Harriette (1980) Notable American Women: The Modern Period. Cambridge, Massachusetts: The Belknap Press of Harvard University Press. ISBN 978-0674627321. 
  9. Edith Clarke. Institute of Electrical and Electronics Engineers.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 თარგი:Cite ANB
  11. 11.0 11.1 Edith Clarke. ციტირების თარიღი: February 29, 2020
  12. Levins, Sandy. The Electrifying Story of Engineer Edith Clarke en-US (July 1, 2020). ციტირების თარიღი: September 21, 2020
  13. 13.0 13.1 Edith Clarke. Maryland State Archives. ციტირების თარიღი: February 7, 2020
  14. თარგი:Cite patent
  15. 15.0 15.1 Hobbs, Amy. Edith Clarke. Biographical Series. Archives of Maryland. ციტირების თარიღი: October 16, 2012
  16. Brittain, James E. (2000). „From Computer to Electrical Engineer: The Remarkable Career of Edith Clarke“, Women in Engineering: Pioneers and Trailblazers. American Society of Civil Engineers. ISBN 978-0784410158. 
  17. Edith Clarke. ციტირების თარიღი: November 30, 2018
  18. „WOMAN ADDRESSES ELECTRICAL INSTITUTE; Miss Edith Clarke the Only One of Her Sex to Read a Paper at Engineers' Meeting“. The New York Times. February 9, 1926. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2018. ციტირების თარიღი: June 8, 2013.
  19. Edith Clarke – Engineering Hall of Fame. ციტირების თარიღი: February 29, 2020
  20. Calculator Patent (February 4, 2015). ციტირების თარიღი: September 21, 2020
  21. Pioneering Engineers. ციტირების თარიღი: September 21, 2020
  22. „Edith Clarke, S.W.E., 1954 Award Winner“. The Woman Engineer. VII (13): 5 [page 294 in compilation]. 1954. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2021. ციტირების თარიღი: July 24, 2019.
  23. „Evelyn Jetter, Engineer And Inventor, 52, Dies“. The New York Times (ინგლისური). December 22, 1979. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2019. ციტირების თარიღი: July 24, 2019.
  24. „Edith Clarke“ (PDF). National Inventors Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — February 4, 2015. ციტირების თარიღი: February 4, 2015.
  25. SWE Awards. ციტირების თარიღი: December 15, 2024
  26. Edith Clarke, Maryland Women's Hall of Fame. ციტირების თარიღი: February 29, 2020
  27. Pioneering Women in Computing Technology. Carnegie Mellon University. ციტირების თარიღი: April 11, 2014