ედიტ გონსალესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედიტ გონსალესი
Edith González - Premio Luz de Plata 2018 (44761024532) (cropped).jpg
გონსალესი 2018 წლის სექტემბერში
მშობ. სახელი Edith González
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1964
მონტერეი, ნუევო-ლეონი, მექსიკა
გარდ. თარიღი 13 ივნისი, 2019 (54 წლის)
მეხიკო, მექსიკა
ეროვნება მექსიკელი
მოქალაქეობა მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა მსახიობი და მოცეკვავე
აქტიური 1970–2019
მეუღლე(ები) ლორენსო ლასო
შვილ(ებ)ი კონსტანსა კრელი

ედიტ გონსალესი (ესპ. Edith González Fuentes; დ. 10 დეკემბერი, 1964 — გ. 13 ივნისი, 2019) — მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედიტი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს ქალაქ მონტერეიში ნუევო-ლეონში (მექსიკა). საქართველოში ცნობილი გახდა სერიალით „ველური გული“, რომელშიც მონიკას როლს ასრულებდა და „დონა ბარბარათი“, რომელშიც ის მთავარ ასევე მთავარ როლს ასრულებს.

ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია. ახლა მსახიობი დიდი სიფრთხილით ირჩევს როლებს. ცდილობს, საყვარელ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.

2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში „გრძნობების გარეშე“, მაგრამ ფილმის მიტოვება მალე მოუწია, რადგან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ედიტმა ბავშვის მამის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. როლის თამაში კი სხვა მსახიობს მოუხდა. 2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ „მკაცრ სამყაროში“. 2008 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა – განაცხადა, რომ ბავშვის მამა პოლიტიკოსი სანტიაგო კრელია.

ამ სკანდალური აღიარების შემდეგ ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა" რომელშიც ის დონა ბარბარას ასახიერებს კრისტიან მეიერთან და ხენესის როდრიგეზთან ერთად. 2011 წელს ედიტ გონსალესმა შეწყვიტა კონტრაქტი კომპანია ტელევისასთან და გადავიდა მის კონკურენტ არხ „TV Azteca“–ში. ამის შემდეგ გამოვიდა მათი ერთობლივი ნამუშევარი „მეწამული ცა“, რომელმაც Azteca-ს ისტორიაში რეიტინგების მხრივ გარდატეხა მოახდინა. 2013 წელს ასევე გამოვიდა ედიტის მეორე სერიალი TV Azteca-ზე - „უკუღმართი ცხოვრება“, რომელიც საკმაოდ მაღალ რეიტინგული იყო.

ედიტს ჰყავს გოგონა — კონსტანსა კრელი (დ. 17 აგვისტო, 2004).[1]

2010 წელს იგი დაქორწინდა ლორენსო ლასოზე.[1][2] გარდაიცვალა 2019 წლის 13 ივნისს, 54 წლის ასაკში.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

TV–შოუები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელენოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]