ედვარდ რთველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედვარდ რთველაძე
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1942(1942-05-14)[1]
დაბ. ადგილი ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 10 თებერვალი, 2022(2022-02-10) (79 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 უზბეკეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი, არქეოლოგი[2] , ისტორიკოსი[2] და ნუმიზმატი[2]
ალმა-მატერი უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Order of Outstanding Merit, Order of El-yurt hurmati, "Mehnat shuhrati" order, ღირსების ორდენი და al-Biruni State Prize of the Republic of Uzbekistan in the field of science and technology

ედვარდ ვასილის ძე რთველაძე (რუს. Эдвард Васильевич Ртвеладзе; უზბეკ. Edvard Vasilyevich Rtveladze; დ. 14 მაისი, 1942, ბორჯომი, საქართველოს სსრ, — გ. 10 თებერვალი, 2022, ტაშკენტი, უზბეკეთი[3]) — უზბეკეთში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1992), უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1995), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2010); უზბეკეთის ოლი მაჯლისის (პარლამენტის) სენატის წევრი. იკვლევდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, კულტურისა და ხელოვნების საკითხებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რთველაძემ დაამთავრა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1967). მუშაობდა უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1985-2009 წლებში კი — განყოფილების გამგედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცენტრალური აზიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის კვლევაში, მონაწილეობდა არქეოლოგიურ მისიებში ცენტრალური აზიის, კავკასიის, კვიპროსის, საფრანგეთისა და იაპონიის ტერიტორიაზე, ხელმძღვანელობდა ტოხარისტანის არქეოლოგიურ ექსპედიციას და ქუშანის სამეფოს ნაქალაქარის — ქამფირთეფეს ისტორიული კომპლექსის გათხრებს. 2016 წლიდან იყო პროექტ „მსოფლიოს კოლექციებში უზბეკეთის კულტურული მემკვიდრეობის“ ერთ-ერთი ინიციატორი. გამოქვეყნებული აქვს 800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული ჰქონდა ბირუნის სახელობის უზბეკეთის სახელმწიფო პრემია (1985), უზბეკეთის II ხარისხის სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკაში (2007), უზბეკეთის ორდენი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (2001) და ორდენი „მეჰნათ შუჰრათი“ (2017), ასევე საქართველოს ღირსების ორდენი (2001).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вспоминая былое / Э. В. Ртвеладзе. Кн. I, II –Ташкент : Sanat, 2012-2014.
  • უზბეკეთის ისტორიული წარსული / ე. რთველაძე ; [თარგმნა ირაკლი ანთაძემ]. - მე-2 განახლ. გამოც.. - თბ., 2009.
  • ცენტრალური აზიის ცივილიზაციები, სახელმწიფოები, კულტურები / ედვარდ რთველაძე ; [თარგმნა მაია ნაჭყებიამ] ; მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნ-ტი, მსოფლიოსა და კულტურათშორისი ურთიერთგაგების შესწავლის ცენტრი ფონდი "ფორუმი". - მე-2 შევს. გამოც.. - თბ., 2011.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Czech National Authority Database
  3. Умер академик Эдвард Ртвеладзе, Газета.uz. 10 თებერვალი, 2022.