იაკობ ედელშტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ედელშტეინი, იაკობ)
Jump to navigation Jump to search
იაკობ ედელშტეინი
იაკობ ედელშტეინი.jpg
დაბ. თარიღი 15 (27) აგვისტო 1869
დაბ. ადგილი ბალაკლეია
გარდ. თარიღი 21 იანვარი 1952(1952-01-21) (82 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Russia.svg რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

იაკობ ედელშტეინი (რუს. Эдельштейн, Яков Самойлович; დ. 28 აგვისტო 1869 — გ. 21 იანვარი 1952) — რუსი გეოლოგი და გეოგრაფი. გეომორფოლოგიის სახელგანთქმული მკვლევარი. გეოგრაფია-გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რუსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1936).

ხარკოვში ოქროს მედლით დაასრულა გიმნაზია. 1895 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაკავდა საველე გამოკვლევებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იკვლევდა პრიმორიეს. შორეულ აღმოსავლეთში და მანჯურიაში ჩატარებული კვლევებისათვის მიენიჭა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ოქროს მედალი. 1904-1907 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ მუზეუმში, სადაც გამოკვლევებს ატარებდა შუა აზიაში, რისთვისაც მიენიჭა ნიკოლოზ პრჟევალსკის პრემია. 1907 წლიდან გარდაცვალებამდე ძირითადად იკვლევდა ციმბირის ტერიტორიას. 1925 წლიდან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

იაკობ ედელშტეინი ავტორია ყოფილ სსრკ-ში პირველი საუნივერსიტეტო კურსისა გლაციოლოგიის დარგში. 1947 წელს გამოაქვეყნა შრომა „გეომორფოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც სამეცნიერო წრეებში მაღალი შეფასება მიიღო. 1947 წელს მისი ხელმძღვანელობით შედგა და გამოქვეყნდა ურალის გეომორფოლოგიური რუკა. იკვლევდა გლაციოლოგიურ ფორმებს: ტროგებს, რიგელებს, კარებს, მყინვარულ ტბებს და სხვა. იმოგზაურა იაპონიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ჰავაის კუნძულებზე, დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში და სხვა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთის მეცნიერებთან.

1949 წლის 31 მარტს კრასნოიარსკის საქმის გამო დააპატიმრეს. გარდაიცვალა ლენინგრადში, 1952 წლის 21 იანვარს, ციხის საავადმყოფოში. რეაბილიტირებულია 1954 წლის 31 მარტიდან. მისი საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гидрогеологическое исследование — изучение подземных и родниковых вод — Славяно-Сербского уезда Екатеринославской губернии с приложением заметки о полезных ископаемых. Отчет Гидрогеол. экспед., проф. А. В. Гурова, снаряж. Екатеринославским губ. Земством, вып. 1, II. Харьков, 1895-96.
  • Геологическое путешествие в хребет Петра Великого в 1904 г. Изв. Имп. Акад. наук. СПб., т. XXII, 1905.
  • Исследования в Минусинском и частично Ачинском уездах. Изв. Геол. ком., т. XXXV, № 1, 1916.
  • Тектоника и полезные ископаемые Сибири. Изв. Геол. ком., т. XLII, № 1, 1923.
  • К учению о циклах эрозии. «Почвоведение», № 1-2, 1925.
  • Конспект лекций по геоморфологии. Л., 1931.
  • Альфред Вегенер (Некролог). Изв. Гос. геогр. о-ва. Л., т. LXIV, № 4-5, 1932.
  • Введение в геоморфологию. Изд. ЛГУ, 1932.
  • Краткая инструкция для производства геоморфологических наблюдений в поле. ГГУ ЦНИГРИ. Л.-М., 1935.
  • Инструкция для геоморфологического изучения и картирования Урала. Изд. Главсевморпуть, Всесоюзн. аркт. ин-т. Л., 1936.
  • Основы геоморфологии. Краткий курс. М., Учпедгиз, 1938.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Соколов Н. Н. Яков Самойлович Эдельштейн. Выдающиеся ученые Ленинградского университета. Изд-во Ленинградского университета, 1970.