შინაარსზე გადასვლა

ედე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ედე
ნიდერლ. Ede
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია გელდერლანდის პროვინცია
კოორდინატები 52°03′00″ ჩ. გ. 5°40′00″ ა. გ. / 52.05000° ჩ. გ. 5.66667° ა. გ. / 52.05000; 5.66667
მმართველი რენე ვერჰულსტი
ფართობი 318.62 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 118 530 (1 იანვარი, 2021)[1]
სიმჭიდროვე 372 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0318
საფოსტო ინდექსი 6710–6745, 6877
ოფიციალური საიტი http://www.ede.nl/ და http://www.ede.nl[2]
ედე — ნიდერლანდები
ედე

ედე (ნიდერლ. Ede) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ნიდერლანდებში, კერძოდ გელდერლანდის პროვინციაში. 2021 წლის მონაცემებით ედეში 119 186 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ედე არნემსა და უტრეხტს შორის მდებარეობს. ის რკინიგზითა და საავტომობილო გზით დაკავშირებულია ორივე ქალაქთან. ედე ეკოლოგიურად სუფთა გარემოთია ცნობილი, ქალაქთან ახლოს მდებარეობს ჰოგე-ველიუვეს ეროვნული პარკი.

გასულ საუკუნეში ქალაქის ეკონომიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული აქ არსებულ ამერიკული კომპანია „ენკას“ ქარხანასთან, სადაც 1922 წლიდან 2008 წლამდე ნახევრად სინთეტიკურ აბრეშუმს აწარმოებდნენ, ამ წელს ქარხანა დაიხურა.[3] ქალაქის ეკონომიკისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ედეს მახლობლად არსებული სამხედრო ბაზები, რომლებმაც 1997 წელს დაკარგეს ფუნქცია, რადგან ნიდერლანდებმა სავალდებულო ჯარში გაწვევა გააუქმა. დღეისათვის ედეს ეკონომიკა მჭირდროდაა შიდა ტურიზმზე დამოკიდებული.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ედე&oldid=4777846“-დან