ედგარ მალაკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედგარ მალაკიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Էդգար Մալաքյան
დაბადების
თარიღი
22 სექტემბერი, 1900 (1900-09-22) (119 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 - 2012 პიუნიკი 109 (12)
2012 - 2014 ვიქტორია 6 (0)
2013   დინამო 5 (0)
2013 - 2014   ბანანცი 12 (4)
2014 - 2015 ალაშკერტი 6 (2)
2015 - 2016 შირაკი 22 (2)
2016 - 2017 სტალ კამიანსკე 52 (4)
2018 ზეტუსუ 31 (2)
2019 პეტროლული 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2008 - 2009 სომხეთის 19-წლამდელთა 2 (0)
2009 - 2012 სომხეთის 21-წლამდელთა 14 (3)
2009 - სომხეთის ნაკრები 21 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ედგარ მალაკიანი (სომხ. Էդգար Մալաքյան; დ. 22 სექტემბერი, 1990, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად იგი თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედგარ მალაიკანს დამთავრებული აქვს პიუნიკ ერევანის საფეხბურთო სკოლა. 2008 წლიდან მან გუნდის ძირითად შემადგელობაში დაიმკვიდრა ადგილი. მისი სადებიუტო მატჩი კლუბ პიუნიკში 2007 წელს შედგა. ეს იყო მალაკიანისთის ერთადერთი სეზონი, რომელშიც ორ ლიგაში ასპარეზობდა (სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა და სომხეთის პირველი ლიგა). 2010 წელს, ბანანცის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მას სომხეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 50 თამაში დაუგროვდა. ამავე წელს მან გუნდთან ერთად სამი ჯილდო მოიგო: 2010 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა, 2010 წლის სომხეთის თასი და 2010 წლის სომხეთის სუპერთასი.

2012 წლის ივნისში მალაკიანმა ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს ვიქტორია პლზენთან. ვიქტორიის აგენტებმა ედგარი შეამჩნიეს 2011-12 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე წინასასეზონო რაუნდის მეორე თამაშში; თამაშებში ვიქტორიამ პიუნიკს ანგარიშით 4:0 და 5:1 მოუგო; აღსანიშნავი იყო მალაკიანის შესანიშნავი თამაში.

2012 წლის 29 ივლისს, გრადეც კრალოვეს წინააღმდეგ გამართუმ შეხვედაში ვიქტორიამ 3:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე, თუმცა აღნიშნულ თამაშში მალაკიანი დაშავდა. 2012-13 წლის ჩეხეთის თასის მესამე რაუნდის თამაშში ჩომუტოვის წინააღმდეგ გუნდი 1:2 მარცხდებოდა (მატჩი 2012 წლის 12 სექტემბერს გაიმართა); მალაკიანი თამაშში 1:2 ანგარიშის დროს შემოვიდა და შედეგიანი გადაცემებით ვიქტორიას ანგარიშით 3:2 მოგების საშუალება მისცა. 8 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მალაკიანისთვის სადებიუტო შეხვედრაში (ჰაპოელ თელ-ავივის წინააღმდეგ) მან 46 წუთი ითამაშა. შეხვედრა ვიქტორიის სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 დასრულდა.[2]

2013-14 წლების სეზონში იგი იჯარით ბანანცში გაუშვეს.[3] მისი აქ იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მან გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში სომხეთში გაეგრძელებინა, ამიტომ 2015 წელს კონტრაქტი კლუბ ალაშკერტთან გააფორმა. ნახევარი სეზონის შემდეგ იგი შირაქ გიუმრიში გაცვალეს (სწორედ აქ დასრულდა მისი სომხეთში ყოფნის კარიერა)

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაკიანის საერთაშორისო დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 2009 წლის 1 აგვისტოს, მოლდოვას წინააღმდეგ ჩატარებულ ამხანაგურ თამაშში შედგა. მან პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო შემდგომ დავიდ მანოიანით შეცვალეს.[4][5]

2011 წლის 7 ივნისს, მონტენეგროს ეროვნულ 21-წლამდელთა ნაკრებსა და სომხეთის ეროვნულ 21-წლამდელთა ნაკრებს შორის დაპირისპირებაში მალაკიანმა დუბლი გაიფორმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internaţionalul armean Edgar Malakyan a semnat cu FC Petrolul Ploieşti!. fcpetrolul.ro (რუმინული)
  2. Schulz, Ervín. (13 June 2012) Do Plzně přichází na testy arménský záložník Malakjan z Pjuniku (Armenian midfielder Malakian from Pyunik goes to Plzen for a trial) Czech. IDNES.cz.
  3. Малакян перешел в "Бананц", fcbanants.am, Retrieved 2013-08-23 (Russian)
  4. ARMENIA-MOLDOVA 1:4. armfootball.tripod.com. წაკითხვის თარიღი: 25 March 2013.
  5. Edgar Malakyan. armfootball.tripod.com. წაკითხვის თარიღი: 25 March 2013.