შინაარსზე გადასვლა

ედგარ კეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედგარ კეისი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1877
ბევერლი კენტუკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 1945 (67 წლის)
საიტი edgarcayce.org

ედგარ კეისი (ინგლ. Edgar Cayce; დ. 18 მარტი, 1877, ბევერლი კენტუკი, აშშ — გ. 3 იანვარი, 1945) — ამერიკელი ნათელმხილველი, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეუძლია ძილის დროს დაავადებების დიაგნოზების გაკეთება და სამკურნალო მეთოდების რეკომენდაციების მიცემა.[1] ათასობით ჩაწერილი სეანსების დროს კეისი პასუხობდა კითხვებს სხვადასხვა თემებზე, მაგ. როგორიცაა განკურნება, რეინკარნაცია, სიზმრები, სიკვდილის შემდგომი ცხოვრება, წარსული ცხოვრება, კვება, ატლანტიდა და მომავლის მოვლენები. კეისი საკუთარ თავს ღვთისმოსავ ქრისტიანად მიიჩნევდა და უარყოფდა სპირიტუალისტობას ან სულებთან ურთიერთობას. კეისი ითვლება ახალი ეპოქის მოძრაობის მრავალი დამახასიათებელი რწმენის დამფუძნებლად და მთავარ წყაროდ.

როგორც ნათელმხილველი, კეისი თანამშრომლობდა სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის ოსტეოპათ ალ ლეინთან, ჰომეოპათ უესლი კეტჩუმთან, მბეჭდავ არტურ ლამერსთან და უოლ-სტრიტის ბროკერ მორტონ ბლუმენტალთან. 1931 წელს ედგარ კეისიმ დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია, კვლევისა და განმანათლებლობის ასოციაცია.[2] 1942 წელს ჟურნალისტმა თომას სუგრუმ გამოაქვეყნა კეისის პოპულარული და საკმაოდ მოზრდილი ბიოგრაფია სახელწოდებით „არის მდინარე“.

ედგარ კეისი ჰოპკინსვილის მახლობლად, ბევერლიში (კენტუკი, აშშ), გლეხის ოჯახში დაიბადა. პატარა იყო ედგარი, როდესაც ამოუცნობი დაავადებით დაავადდა. მან უცებ დაკარგა გონება და რაღაც პერიოდის მანძილზე შოკურ მდგომარეობაში მყოფს, ამაოდ ასულიერებდა ადგილობრივი ექიმი. მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. მოულოდნელად ბიჭი მკაფიოდ და გარკვევით ამეტყველდა ძილში. მან დეტალურად ახსნა თუ როგორ, რა ვითარებაში და რა ფორმით მიიღო ტრამვა. როგორც აღმოჩნდა მას ბეისბოლის ბურთი მოხვდა თავში. ამასთან ერთად, მან ექიმს და ოჯახის წევრებს დაუსახელა ის მცენარეები, რომელთა ნაყენი უნდა დაემზადებინათ, ზუსტი დირექტივებიც მისცა, რომ მას საბოლოოდ გამოჯანმრთელების შანსი მისცემოდა.

ნანახით გაოგნებულმა მშობლებმა ექიმს სთხოვეს ბავშვის რჩევები გაეთვალისწინებინა და ინსტრუქციას მიყოლოდა. მომდევნო დილით პატარა ედგარი გონს მოვიდა და ჩვეულებრივად ალაპარაკდა. თუმცა, წინა დღით ნათქვამი ინფორმაციის შესახებ ვერაფერი გაიხსენა, უფრო მეტიც, მცენარეები, რომელიც მან ექიმს დაუსახელა ბავშვს არასოდეს ჰქონდა ნანახი მით უმეტეს არაფერი გაეგო მათზე.

1893 წელს კეისის ოჯახი ჰოპკინსვილში გადასახლდა. იქ მამასთან ერთად სადაზღვევო ბიზნესი წამოიწყო.

1901 წელს ედგარი ლარინგიტით დაავადდა, რის გამოც ხმა დაკარგა და ფაქტობრივად ლაპარაკის უნარიც. ამ პერიოდისთვის იგი მხოლოდ ჩურჩულით ახერხებდა საუბარს.

მოგვიანებით საკუთარი უცნაური სნეულების მკურნალობის მცდელობამ, იგი ცნობილ ნიუ-იორკელ ფსიქოლოგთან – ელ ლეინთან მიიყვანა. ლეინი ფსიქოლოგიურ პრაქტიკასთან ერთად ჰიპნოზის სეანსებსაც ატარებდა. ამიტომ, ედგარის მონაყოლმა ბავშვობაში ძილის დროს ექიმისთვის ნაკარნახევი მკურნალობის კურსის შესახებ უბიძგა იმისკენ, რომ კეისისთვის ჰიპნოზური სეანსის ჩატარება შეეთავაზებინა, რაზეც პაციენტი სიამოვნებით დათანხმდა.

ტრანსის მდგომარეობაში ედგარმა მას სრულიად სუფთა ხმით ამცნო საკუთარი დაავადების გამომწვევი მიზეზი – ნერვული დაძაბულობა და სისხლის მიმოქცევის არასწორი ცირკულაცია. გარდა ამისა, პაციენტმა ავადმყოფობის განკურნების მეთოდიც გაუზიარა ექიმს, რომელიც ლეინმა დაუყოვნებლივ გამოიყენა.

ამის შემდეგ ედგარს უპრობლემოდ დაუბრუნდა ხმის ძველებური ტემბრი. თუმცა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხანდახან ავადმყოფობა თავს ახსენებდა.

შემდგომ კეისიმ უკვე დაიწყო ხალხის განკურნება. ის ტრანსში ვარდებოდა და ისე სვამდა დიაგნოზს. აღსანიშნავია, რომ იგი არასოდეს იღებდა გასამრჯელოს. მალე დაუსწრებლად დაიწყო ხალხის მკურნალობა – საკმარისი იყო, მხოლოდ პაციენტის სახელი და მისი ადგილმდებარეობა სცოდნოდა. მალე მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. წერილები მისი მისამართით ყველა კუთხიდან მოდიოდა.

კეისი საკუთარი გრაფიკით ცხოვრობდა. დღეში ორ პაციენტს იღებდა. ესეც იმიტომ, რომ მას სურდა, დრო საყვარელი საქმიანობის – ფოტოგრაფიისთვისაც დაეთმო. იგი არ ფლობდა არანაირ აკადემიურ განათლებას და იცოდა მხოლოდ მშობლიური, ინგლისური ენა. თუმცა მის სახელზე მოსულ უცხოურ წერილებს ადრესატის ენაზე შესანიშნავად პასუხობდა. ყველაფერ ამას კი იგი ტრანსის მდგომარეობაში მყოფი ახორციელებდა. თუმცა, გამოფხიზლებელს აღარაფერი ახსოვდა.

კეისის მოღვაწეობაში ყველაზე ფენომენალური მაინც მისი წინასწარმეტყველება იყო. მან უამარავი მსოფლიო მოვლენა ზედმიწევნით ზუსტად იწინასწარმეტყველა.[3]

გარდაიცვალა 1945 წლის 3 იანვარს, სიკვდილამდე 1 წლით ადრე მან საბჭოთა კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა. 67 წელი იცოცხლა და ამ ხნის განმავლობაში 26 000 ამბავი იწინასწარმეტყველა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოზეც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]