ბერი ეგნატაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეგნატაშვილი, ბერი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეგნატაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბერი ეგნატიშვილი
გარდაცვალების თარიღი XVIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური.

ბერი ეგნატაშვილი (გ. დაახლოებით XVIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში) — ქართველი ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური. იყო ვახტანგ VI-ის მიერ „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე (სწავლულ კაცთა კომისია), შესაძლოა ხელმძღვანელიც. „ახალი ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერის აშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი (1779) მოწმობს, რომ ეგნატაშვილი ამ თხზულების ერთ-ერთი ავტორი იყო.

ამავე დროს ძეგლის ჯანაშვილისეული ხელნაწერის ერთი მინაწერი გვაუწყებს „ამას ქვემოთ ამ წიგნში ყველა სწორედ არ უწერიათ. ღმერთმან მიუტეოს ეგნატაშვილს ბერს იმდენი შურით და მტრობით სიცრუე“. ივანე ჯავახიშვილი „ახალ ქართლის ცხოვრებას“ კოლექტიურ ნაშრომად მიიჩნევდა, ხოლო ეგნატაშვილის შესახებ წერდა: „ის ან კომისიის მეთაური და ხელმძღვანელი იქნებოდა, ან მისი მდივანი და საერთო ნამუშევარისა და კვლევა ძიების აღმწერელი“.

გარდა ამისა, ეგნატაშვილის ავტორობის კვალი თხზულების ტექსტშიც ჩანს. ვარაუდობენ, რომ ეგნატაშვილი მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე პირებთან, რომლებიც შემდეგში 1765 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ახალი ქართლის ცხოვრება“. XVIII საუკუნის დამდეგი, I. ტექსტი, ივ. ჯავახიშვილის წინასიტყვაობა და რედაქტირება, თბ., 1940

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცინცაძე ი., ბერი ეგნატაშვილის ვინაობის საკითხისათვის, «მნათობი», 1968, № 1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: