ეგზოფთალმი
იერსახე
| ეგზოფთალმი | |
|---|---|
|
| |
| პაციენტი ორმხრივი ეგზოფთალმიზმითა და სტრაბიზმით | |
| დარგი |
ოფთალმოლოგია |
| კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
| DiseasesDB | 18612 |
| ICD-10 | H05.2 |
| ICD-9 | 376.2-376.3 |
| MedlinePlus | 003033 |
| eMedicine | oph/616 |
| Patient UK | ეგზოფთალმი |
| MeSH | D005094 |
ეგზოფთალმი (ეგზო... და ძვ. ბერძნ. ὀφθαλμός — „თვალი“) — თვალის კაკლის გადმოკარკვლა თვალის ბუდიდან. შეიძლება გამოიწვიოს თვალბუდეში ან მასთან ახლოს წარმოქმნილმა სიმსივნემ, ზოგიერთმა ენდოკრინულმა დაავადებამ (მაგალითად, ბაზედოვის დაავადება), თვალბუდის ტრავმამ, თვალბუდის ფლეგმონამ და სხვ. ეგზოფთალმის განსაკუთრებული ფორმაა ე. წ. „მფეთქავი ეგზოფთალმი“, რომელიც ვითარდება შიგნითა საძილე არტერიის მღვიმოვან სინუსში გასკდომის შედეგად. ეგზოფთალმის დროს მკურნალობენ გამომწვევ დაავადებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 23.