ეგვიპტური პირამიდა (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგვიპტური პირამიდა
რუს. Египетская пирамида
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე დ. ლინდინი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 2008

ეგვიპტური პირამიდა (რუს. Египетская пирамида) — სკულპტურული კომპოზიცია ტაგანროგში. კომპოზიცია შექმნა დიმიტრი ლინდინმა ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების „კაშტანკას“ მოტივებზე[1].

სკულპტურული კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურული კომპოზიცია ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან მრგვალი ფორმით. წარმოადგენს ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების „კაშტანკას“ ერთ-ერთ ეპიზოდს — საცირკო ნომერს „ეგვიპტური პირამიდა“: ღორი ხავრონია ივანეს ასული, ბატი ივან ივანეს ძე, კატა ფიოდორ ტიმოთეს ძე და თავად კაშტანკა (წაბლა) - ძაღლი[2]. კომპოზიცია დამაზდებული ბრინჯაოსაგან. კომპოზიცია დგას დაბალ მრგვალ პოსტამენტზე, რომლის გარშემოც დაგებულია ფერადი ფილები, რომელიც განასახიერებს ცირკის მრგვალ არენას. სულპტურულ კომპოზიციაში დაცულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, რათა ბავშვებმა მასზე თამაშის დროს არაფერი დაიზიანონ.

კომპოზიცია დგას კიროვის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელთან მდებარე მოედანზე[2].

კომპოზიციის შესაქმნელად დაიხარჯა 150 კგ. ცვილი (ცვილის მოდელისთვის) და 1 000 კგ. ბრინჯაო. ძეგლის საერთო ხარჯებმა შეადგინეს 1 061 000 რუბლი[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურული კომპოზიციის „ეგვიპტური პირამიდა“ გახსნა მოხდა 2008 წლის 1 სექტემბერს ცოდნის დღესთან დაკავშირებით. კომპოზიციის ავტორია როსტოველი მოქანდაკე დიმიტრი ლინდინი.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაგანროგელები იმხელა ინტერესს გამოხატავდნენ დიმიტრი ლინდინის ნამუშევართან დაკავშირებით, რომ თავად ქალაქის მერი ნიკოლაი ფედიანინი ეწვია ლინდინის სახელოსნოს, დაათვალიერა თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელშიც მან გაიმარჯვა[4].
  • კომპოზიციის დადგმის დღესვე ტაგანროგელებში დაიბადა ტრადიცია: „სურვილებს ასრულებისათვის“ ღორის ღია დრუნჩში ყრიდნენ მონეტებს[1]. მოგვიანებით პატარა ვანდალებმა მავთულითა და სახვადასხვა საშუალებებით მოახდინეს მცდელობა ღორის დრუნჩიდან ამოეღოთ მონეტები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Пилипенко Г. О финансовых вливаниях // www.rostovnews.net. — 2009. — 16 июля.
  2. 2.0 2.1 Ренжигло А. Жемчужины Таганрога // Таганрогская правда. — 2012. — 10 апр.
  3. Собств. корр. Скульптурная композиция «Египетская пирамида» დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. // www.mintrud.donland.ru. — 2010. — 18 сент.
  4. Каминская М. И сейчас, и потом Коробейник с Котом დაარქივებული 2013-03-10 საიტზე Wayback Machine. // Наше время. — 2011. — 11 февр.