ეგვიპტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
|
| |||
| მეტსახელ(ებ)ი | ფარაონები | ||
|---|---|---|---|
| ასოციაცია | ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაცია (EFA) | ||
| კონფედერაცია | აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CAF) | ||
| მთავარი მწვრთვნელი | ჰოსამ ჰასანი | ||
| კაპიტანი | მოჰამედ სალაჰი | ||
| ყველაზე მეტი კეპი | აჰმედ ჰასანი (184) | ||
| ბომბარდირი | ჰოსამ ჰასანი (69) | ||
| სტადიონი | ეგვიპტის სტადიონი (ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქი) | ||
| ფიფა-ს კოდი | EGY | ||
| ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 9 (ივლისი–სექტემბერი, 2010; დეკემბერი, 2010) | ||
| ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 75 (მარტი, 2013) | ||
| |||
| პირველი საერთაშორისო | |||
|
(გენტი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920) | |||
| უდიდესი გამარჯვება | |||
|
(ჯაკარტა, ინდონეზია; 15 ნოემბერი, 1963) | |||
| უდიდესი დამარცხება | |||
|
(ამსტერდამი, ნიდერლანდები; 9 ივნისი, 1928) | |||
| გამოსვლა | (პირველად 1934) | ||
| საუკეთესო შედეგი | მერვედფინალი (1934) | ||
ეგვიპტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ეგვიპტეს საერთაშორისო ტურნირებსა და ამხანაგურ შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების მართვას ახორციელებს ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაცია (EFA), რომელიც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას წევრია 1957 წლიდან. გუნდი ცნობილია მეტსახელით ფარაონები.
ეგვიპტე აფრიკის უძველესი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებია და კონტინენტის ყველაზე წარმატებული გუნდია. ეროვნულმა ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი რეკორდულად შვიდჯერ მოიგო (1957, 1959, 1986, 1998, 2006, 2008 და 2010 წლებში), ხოლო ტურნირის ფინალში სულ ათჯერ ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ეგვიპტე დღემდე ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც აფრიკის ერთა თასი ზედიზედ სამჯერ (2006, 2008 და 2010 წლებში) მოიპოვა.
ეგვიპტემ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხჯერ ითამაშა. 1934 წელს იგი გახდა პირველი აფრიკული და პირველი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო.
2001 წელს ეგვიპტის 20-წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
2010 წელი ეგვიპტური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდად ითვლება. ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 2010 წლის აფრიკის ერთა თასი, 2009 წლის ფიფას კონფედერაციათა თასიზე კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იტალია დაამარცხა. ამავე წელს ეგვიპტემ ფიფას რეიტინგში ისტორიაში საუკეთესო — მე-9 ადგილი დაიკავა.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეგვიპტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pharaohs finish 2010 with a 'historic' ninth place in FIFA ranking, https://english.ahram.org.eg/UI/Front/Inner.aspx?NewsContentID=1972. წაკითხვის თარიღი: 21 June 2026
- ↑ Egypt stun world champions Italy, https://m.rediff.com/sports/report/confederations-cup-football-egypt-stun-world-champions-italy/20090619.htm. წაკითხვის თარიღი: 21 June 2026