ეგვიპტის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგვიპტის ფიზიკური რუკა

ეგვიპტის გეოგრაფიაეგვიპტე მდებარეობს ორ კონტინენტზე, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო სინის ნახევარკუნძული აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია. ფართობის მხრივ ეგვიპტე აფრიკაში 12 ქვეყანაა 1,002,450 კმ²-ით. მას სამი სახმელეთო მეზობელი ჰყავდა და ფართო გასასვლელი აქვს მსოფლიო ოკეანეში.

ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრძე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.

ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს პლატოს, რომლის სიმაღლე მერყეობს 300 მ-დან 1000 მეტრამდე. პლატო შედგება ლიბიის, ნუბიის და არაბეთის უდაბნოებისაგან. სასარგებლო წიაღისეულებიდან ეგვიპტეში მოიპებ ფოსფორატები, რკინის მადანი, ნავთობი და გაზი, მანგანუმი და ა.შ. ქვეყნის კლიმატი ცხელი და მშრალია ქვეყნის ძირითად ნაწილზე გაბატონებულია ტროპიკულ კონტინენტური, ხოლო სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატი. ეგვიპტეში ძალზე მცირეა ნალექები. ქვეყნის ერთ-ერთი მუდმივი დინების მქონე მდინარეა ნილოსი, რომელიც ქვეყანას კვეთს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 1500 კმ მანძილზე. ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ფლორა და ფაუნა უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს წარმომადგენლებით ხასიათდება.

ეგვიპტის უმაღლესი მწვერვალია ჯებელ-ქათრინა 2637 მ სიმაღლით, მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულზე. ქვეყნის ყველაზე დაბალი ადგილია კატასას ვარდნობი, რომელიც ზღვის დონიდან 133 მ-ზე დაბლა მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]