ეგეოსის ზღვის კუნძულები
იერსახე

ეგეოსის ზღვის კუნძულები — კუნძულების ჯგუფი ეგეოსის ზღვაში, დასავლეთით და ჩრდილოეთით მატერიკული საბერძნეთი, აღმოსავლეთით თურქეთი ესაზღვრება; კრეტას კუნძული ზღვას სამხრეთით ზღუდავს, როდოსის, კარპატოსისა და კასოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეგეოსის ზღვის ძველი ბერძნული სახელწოდება, არქიპელაგი ( ძვ. ბერძნ. ἀρχιπέλαγος, არქიპელაგი), მოგვიანებით გამოიყენებოდა მასში შემავალ კუნძულებზე, ახლა კი უფრო ზოგადად გამოიყენება ნებისმიერი კუნძულის ჯგუფის აღსანიშნავად. კუნძულებს ხცელი ზაფხული და რბილი ზამთარი ახასიათებს.
კუნძულების ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგეოსის კუნძულები ტრადიციულად დაყოფილია შვიდ ჯგუფად-ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ:
- ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები
- ევბეა
- სპორადესი
- ციკლადები
- სარონის კუნძულები
- დოდეკანესი
- კრეტა