ებრუ შაჰინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ებრუ შაჰინი
დაბადების სახელი ებრუ შაჰინი
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1994
სტამბოლი, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2016–დღემდე

ებრუ შაჰინი (დ. 18 მაისი, 1994, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი და მოდელი. ცნობილია რეიიან შადოღლუს როლის შესრულებით ATV ტელესერიალში, „Hercai“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრუ შაჰინი დაიბადა თურქეთში ქალაქ სტამბოლში. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი. ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად. 11 წლის ასაკში კი სპორტით დაკავდა და მონაწილეობა მიიღო არაერთ მარათონში.

შაჰინი არის სტამბოლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ კი გადაწყვიტა სამსახიობო გაკვეთილების გავლაც[1]. მისი დებიუტი კინოში შედგა 2016 წელს ფილმში „Kan Parası“. ებრუ შაჰინის სატელევიზიო დებიუტი შედგა 2017 წელს მეორეხარისხოვანი როლით სერიალში „Savaşçı“.

2017-2018 წლებში ასახიერებდა ადვოკატ Burcu Selimer-ის როლს სერიალში „İstanbullu Gelin“.

2018 წელს აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია „Pantene“-თან, თმის მოვლის ამერიკულ კომპანიასთან. 2018 წელს მან ასევე ითამაშა სერიალ „Yasak Elma“-ის პირველი სეზონის 10 ეპიზოდში.

2019 წლის დასაწყისში იგი მიდიატში გაემგზავრა დრამატული სერიალში „თავქარიანი“ გადასაღებად, რომელიც ATV-ზე გადის 2019 წლის გაზაფხულიდან. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ და მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა [2].

2019 წელს, მიდიატის კულტურისა და ხელოვნების მე-2 საერთაშორისო ფესტივალის გახსნისას, რომელიც ორგანიზებული იყო მიდიატის რაიონის მთავრობისა და მიდიატის მუნიციპალიტეტის მიერ და მხარს უჭერდა ასევე თურქეთის კულტურის სამინისტრო, ებრუ და მისი სცენის პარტნიორი ალინ აკინოზუ დაინიშნნენ კულტურისა და ხელოვნების ელჩებად მიდიატში, სადაც მიმდინარეობს სერიალის გადაღება.

2019 წელს მიენიჭა წლის საუკეთესო თურქი მსახიობი ქალის წოდება.

2020 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის მიენიჭა „ოქროს პეპლის“ პრემია.[3].

2020 წლის ივლისში დაიწყო ურთიერთობა თურქ პროფესიონალ კალათბურთელ, კლივლენ კავალიერსის ყოფილ მოთამაშესთან სედი ოსმანთან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Television
წელი სახელწოდება როლი ხარისხი
2017 Savaşçı დიდემი მეორეხარისხოვანი როლი
2017–2018 სტამბოლელი პატარძალი ბურჯუ მეორეხარისხოვანი როლი
2018 Yasak Elma ჰირა მეორეხარისხოვანი როლი
2019–2021 თავქარიანი რეიან შადოღლუ მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ebru Şahin kimdir? Hercai dizisinin Reyyan’ı Ebru Şahin’in hayatı… (3 August 2019). ციტირების თარიღი: 6 July 2020.
  2. Рецензия на турецкий сериал "Ветреный". ციტირების თარიღი: 2020-07-03.
  3. „46. Pantene Altın Kelebek Ödülleri sahiplerini buldu“. Hürriyet. 5 July 2020. ციტირების თარიღი: 6 July 2020.