შინაარსზე გადასვლა

ებროს ზავი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდინარე ებროს ხეობის რუკა

ებროს ზავი — ძვ. წ. 226 წელს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება კართაგენსა და რომის რესპუბლიკას შორის, რომელმაც პირინეს ნახევარკუნძულზე ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის საზღვრად მდინარე ებრო დაადგინა.

ხელშეკრულების დარღვევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცნობია ზუტი თარიღი, თუმცა ძვ. წ. 226 წლის შემდეგ, რომი დაუახლოვდა ქალაქ საგუნტუმს, რომელიც მდებარეობდა მდინარე ებროს სამხრეთით.[1] პოლიბიოსი ირწმუნება, რომ კართაგენელი სარდალი ჰანიბალი ეძებდა საბაბს ომისათვის, ხოლო რომის ალიანსი საგუნტუმთან არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და შესაძლებელს ხდიდა ომის გაჩაღებას.[2] კართაგენის სენატთან ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ ჰანიბალი თავს დაესხა საგუნტუმს, რასაც რვათვიანი ალყა მოჰყვა. რომის სენატმა დაუყოვნებლივ გაგზავნა ელჩობა ჰანიბალთან და კართაგენის სენატში. თავდაპირველად რომაელებმა კართაგენისგან ჰანიბალის გადაცემა მოითხოვეს რომის მოკავშირეზე თავდასხმისთვის. კართაგენელებმა უარი განაცხადეს და ომის დაწყებაში საგუნტუმი დაადანაშაულეს.

რომაელებმა ვერ შეძლეს საგუნტუმის დახმარება, სანამ ქალაქი დაეცემოდა ძვ. წ. 219 წელს. საგუნტუმის დაცემის შემდეგ რომაელები ომისთვის მოემზადნენ და მეორე ელჩობა გაგზავნეს კართაგენში. რომაელმა ელჩებმა კართაგენისგან ჰანიბალისა და საგუნტუმზე თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პასუხისმგებელი პირის გადაცემა მოითხოვეს.[3] ტიტუს ლივიუსი აღნიშნავს, რომ კართაგენში მეორე რომაული ელჩობა გაიგზავნა ომის ოფიციალურად გამოცხადების ფორმალური მხარის შესასრულებლად. ეს ნიშნავს, რომ რომაელებმა სრულად იწინასწარმეტყველეს კართაგენთან ომის განახლება.[4] ელჩობის შესახებ ცნობები დაცულია, როგორც ლივიუსის ისე პოლიბიოსის შრომებში.

ამის შემდეგ კართაგენის სენატმა შეაჩერა ებროს ხელშეკრულების მოქმედება და კვლავ უარი განაცხადა ჰანიბალის რომაელებისთვის გადაცემაზე. ამბობენ, რომ კართაგენელებმა ეს ხელშეკრულება შეადარეს კატულუსსა და ჰამილკარ ბარკას შორის ძვ. წ 241 წელს დადებულ ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში კართაგენელები აცხადებდნენ, რომ რომაელმა ხალხმა თავად თქვა უარი ორი გენერლის მიერ დადებული ხელშეკრულების მიღებაზე, რადგან ის არ იყო რატიფიცირებული ხალხის მიერ.[5] რომაელმა ელჩებმა არ მიიღეს ეს არგუმენტი და ძვ. წ. 218 წელს კართაგენს ომი გამოუცხადეს, რომელიც ისტორიაში მეორე პუნიკური ომის სახელით შევიდა და გრძელდებოდა ძვ. წ. 201 წლამდე.

  • Adrian Goldsworthy, The Punic Wars (London: Cassel, 2000) 144.
  • Polybius, The Histories, trans. Mortimer Chambers (New York: Twayne Publishers, 1966), Book III, chapters 15–16, page 103–105.
  • Titus Livius, Livy, trans. Frank Gardner Moore (Cambridge: Harvard University Press, 1962) Book XXI
  • Titus Livius Book XXI, VII, 49.
  • Polybius, The Histories, trans. Mortimer Chambers (New York: Twayne Publishers, 1966), Book III, c 28–29.
  • Bagnall, Nigel. The Punic Wars: Rome, Carthage, and the Struggle for the Mediterranean. New York: Thomas Dunne Books, 1990. ISBN 0-312-34214-4.
  1. ↑ Adrian Goldsworthy, The Punic Wars (London: Cassel, 2000) 144.
  2. ↑ Polybius, The Histories, trans. Mortimer Chambers (New York: Twayne Publishers, 1966), Book III, chapters 15–16, page 103–105.
  3. ↑ Titus Livius, Livy, trans. Frank Gardner Moore (Cambridge: Harvard University Press, 1962) Book XXI.
  4. ↑ Titus Livius Book XXI, VII, 49.
  5. ↑ Polybius, The Histories, trans. Mortimer Chambers (New York: Twayne Publishers, 1966), Book III, c 28–29.