ებრაული დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ებრაული ანბანი)
ებრაული დამწერლობა
ტიპი: კონსონანტური
ენები: ივრითი, იდიში, ლადანო და სხვა ებრაული ენები
დროის პერიოდი: ძვ. წ. 200 - დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ქანაანური დამწერლობა
 ფინიკიური დამწერლობა
  არამეული დამწერლობა
   ებრაული დამწერლობა
ISO 15924 კოდი: Hebr

ებრაული დამწერლობა (ებრ. אָלֶף־בֵּית עִבְרִי [Alefbet ‘Ivri‎]) — ანბანური კონსონანტური დამწერლობა. ამჟამად გავრცელებული ებრაული დამწერლობის ე. წ. კვადრატული დამწერლობის — გამოყენება ებრაელებმა დაიწყეს ძვ. წ. III საუკუნიდან და გამოიყენება როგორც თვით ებრაული ენისათვის, ისე ევროპული (იდიში, ლადინო) და თურქულ (ყარაიმული) ენებზე აღმოცენებული ებრაული მეტყველების გადმოსაცემად. არამეულიდან მომდინარე კვადრატულ დამწერლობამდე ებრაული ენისათვის გამოიყენებოდა ქანაანური დამწერლობა (ძვ. წ. X-II საუკუნეები). ებრაულ დამწერლობაში 22 ასოა, რომელთა რიგი და სახელწოდებანი საერთო-სემიტური წარმომავლობისაა. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, გადაუბმელად. XX საუკუნემდე სიტყვის გადატანა არ ხდებოდა, რის გამოც სტრიქონის ბოლოს ზოგიერთი ასო გაჭიმულად იწერებოდა. უხმოვნო ტექსტებში ხმოვნები (განსაკუთრებით — გრძელი) ზოგჯერ გადმოიცემოდა უ̂, ჲ, ჰ თანხმოვნების ამღნიშვნელი ასოებით (ე. წ. matres lectionis). ახ. წ. VII-VIII საუკუნეებში შეიქმნა ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნების რამდენიმე სისტემა. მათგან განსაკუთრებით გავრცელდა ე. წ. ტიბერიული, რომელიც სეფარდული წარმოთქმის მიხედვით გადმოსცემს სამგვარი სიგრძის ხმოვნებს. იგივე სისტემა მოიცავს თანხმოვნის გაორკეცების, ხშულის სპირანტიზაციისა და თანხმოვნის უხმოვნობის, სიტყვის მთავარი და თანამახვილის აღმნიშვნელ ნიშნებს. კვადრატული დამწერლობის გარდა, გამოიყენება ნახევარკურსივი, ე. წ. რაში, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელდა, და კურსივი, რომელსაც ამჟამად ფართოდ იყენებენ.

ძველი და თანამედროვე ებრაული, მათ შორის ბიბლიისა და თალმუდის არამეულის სადამწერლობო სისტემა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაული დამწერლობა განვითარდა ფინიკიურისა და ქანაანური კონსონანტური დამწერლობებისაგან. ასოთა მოხაზულობა წინამორბედ დამწერლობებში ერთ საგანს აღნიშნავდა, ებრაულში კი ამ ნიშნებმა ბგერების მნიშვნელობები შეიძინეს (მაგალითად ב-ს 90o-ით შემობრუნებით მიიღება ფინიკიური ნიშანი, რომელიც აღნიშნავდა სახლს Phoenician beth.svg - ებრაულად - בית (ბაჲთ) „სახლი“). უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. XII საუკუნეში.

უნიკოდი კვადრატული რაში კურსივი ასოთა
სახელწოდება
წარმოთქმა ციფრობრივი
მნიშვნელობა
Alef א Hebrew letter Alef Rashi.png Hebrew letter Alef handwriting.svg 'ა̄ლეჶ ' 1
Bet ב Hebrew letter Bet Rashi.png Hebrew letter Bet handwriting.svg ბე̄თ ბ ბ (ვ) 2
Gimel ג Hebrew letter Gimel Rashi.png Hebrew letter Gimel handwriting.svg გი̄მელ გ გ (ღ) 3
Dalet ד Hebrew letter Daled Rashi.png Hebrew letter Daled handwriting.svg და̄ლეთ 4
He ה Hebrew letter He Rashi.png Hebrew letter He handwriting.svg ჰე̄ 5
Vav ו Hebrew letter Vav Rashi.png Hebrew letter Vav handwriting.svg უ̂აუ̂ უ̂ 6
Zayin ז Hebrew letter Zayin Rashi.png Hebrew letter Zayin handwriting.svg ზაჲინ 7
Het ח Hebrew letter Het Rashi.png Hebrew letter Het handwriting.svg ხე̄თ ჰ (ხ) 8
Tet ט Hebrew letter Tet Rashi.png Hebrew letter Tet handwriting.svg ტე̄თ 9
Yod י Hebrew letter Yud Rashi.png Hebrew letter Yud handwriting.svg ჲოდ 10
Kaf כ Hebrew letter Kaf-nonfinal Rashi.png Hebrew letter Kaf handwriting.svg ქა̄ჶ ქ ქ (ხ) 20
Final Kaf ך Hebrew letter Kaf-final Rashi.png Hebrew letter Kaf-final handwriting.svg
Lamed ל Lamed (Rashi-script - Hebrew letter).svg Hebrew letter Lamed handwriting.svg ლა̄მედ 30
Mem מ Hebrew letter Mem-nonfinal Rashi.png Hebrew letter Mem handwriting.svg მე̄მ 40
Final Mem ם Hebrew letter Mem-final Rashi.png Hebrew letter Mem-final handwriting.svg
Nun נ Hebrew letter Nun-nonfinal Rashi.png Hebrew letter Nun handwriting.svg ნუნ 50
Final Nun ן Hebrew letter Nun-final Rashi.png Hebrew letter Nun-final handwriting.svg
Samekh ס Hebrew letter Samekh Rashi.png Hebrew letter Samekh handwriting.svg სა̄მეხ 60
Ayin ע Hebrew letter Ayin Rashi.png Hebrew letter Ayin handwriting.svg ჸაჲდინ 70
Pe פ Hebrew letter Pe-nonfinal Rashi.png Hebrew letter Pe handwriting.svg ფე̄ 80
Final Pe ף Hebrew letter Pe-final Rashi.png Hebrew letter Pe-final handwriting.svg
Tsadi צ Hebrew letter Tsadik-nonfinal Rashi.png Hebrew letter Tsadik handwriting.svg ცა̄დე̄ ს (ც) 90
Final Tsadi ץ Hebrew letter Tsadik-final Rashi.png Hebrew letter Tsadik-final handwriting.svg
Qof ק Hebrew letter Kuf Rashi.png Hebrew letter Kuf handwriting.svg კოჶ 100
Resh ר Hebrew letter Resh Rashi.png Hebrew letter Resh handwriting.svg რე̄შ 200
Shin ש Hebrew letter Shin Rashi.png Hebrew letter Shin handwriting.svg ში̄ნ 300
Tav ת Hebrew letter Taf Rashi.png Hebrew letter Taf handwriting.svg თაუ̂ თ თ 400

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]