არჩილ ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ებრალიძე, არჩილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.

არჩილ ებრალიძე (დ. 21 მარტი, 1908, ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 15 აგვისტო, 1960) — ქართველი სპორტსმენი, მოჭადრაკე, სსრკ-ის სპორტის ოსტატი (1941).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე 1924–1926 წლებში, მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე 1926–1928 წლებში. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს. რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალში, ერთხელ ფინალში 1937 წელს, იყო ტიგრან პეტროსიანის მწვრთნელი. გახლდათ, ქართული საჭადრაკო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქართულ ენაზე თარგმნა ლასკერის, კაპაბლანკას, ეივეს და ავერბახის შრომები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]