ებრაელთა ისტორია საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ებრაული თემის ისტორია საქართველოში 2600-ზე მეტი წლით თარიღდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს არაქართული მოსახლეობიდან ებრაელები ყველაზე ადრე არიან მოსული. „არც ერთს ერს არგამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელს დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება“. წერს ილია ჭავჭავაძე „ებრაელთა საკითხზე“. ებრაელების მოსვლას პირველად „ქართლის ცხოვრებაში“ ვხვდებით, სადაც ლეონტი მროველი ებრაელების პირველდასახლებას საქართველოში ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს ძვ. წ. VI საუკუნეში: „...და გამოჳდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი...“. ძვ. წ. III-II საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი მეგასთენე წერს, რომ: „ნაბუქოდო ნოსორბაბილონისმეფისგანაოხრებულურიათაერთინაწილიშავიზღვისა კენგადასახლდა”. არსებობსვარაუდი, რომ ებრაელები საქართველოში უფრო ადრე, ძვ. წ. X–VIII საუკუნეში დასახლდნენ, ხოლო ნაბუქოდონოსორისგან დევნილები მათ შეუერთდნენ. ძველი აღთქმის წიგნებში მოხსენიებული „მესეხი“ („მესექი“) იგივე მესხეთია და საქართველოზე მიუთითებს. ებრაელთა შემდეგი მიგრაციული ნაკადი ძვ. წ. 169 წელს შემოვიდოდა. კიდევ ერთი ნაკადი ებრაელებისა ახ. წ. I საუკუნეში მოსულა: „და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი. ხოლო ამათსა მეფობასა უესპასიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთავე ურიათა თანა, რომელთა თანაერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩუენისა იესოს წილ“. ისტორიკოსი რ. თოფჩიშვილი წერს: „... ებრაელები საქართველოში ყველაზე ძველად მოსული ერთ-ერთი ეთნიკური ერთობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს ეროვნული სარწმუნოება — იუდაიზმი. თუმცა, 26–საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ისე შეეწყვნენ ქართველებს, რომ მათ ქართველებისაგან მხოლოდ სარწმუნოება განასხვავებდა. იუდეველების დედაენა ქართული იყო“.

საქართველოში მცხოვრებმა ებრაულმა მოსახლეობამ თავიდანვე ისწავლა ქართული ენა, აითვისა ქართული ხალხური ზნე–ჩვეულებები და ტრადიცი ები. ისინი მოღვაწეობდნენ და ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე, როგორც ქართველები. ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „როგორც სჩანს ქრისტეს დაბადების დროს საქართველოში ისრაელნი შეჩვეული ყოფილან ადგილობრივ წეს–წყობილებას და ცხოვრებასთან. ამ გარემოებას ძლიერ აცხოველებდა ის, რომ საქართველოში ებრაელთა რიცხვი მეტად იყო გამრავლებული“. ადრეულ ხანაში ქართველი ებრაელები ტრადიციულად ერთად სახლდებოდნენ ქართლის ქალაქებში, სადაც ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ საკულტო ცენტრებს, ე. წ. „ებრაულ საკურთხევლებს“, რომლებიც პირველ სინაგოგებად გამოიყენებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 30-31