ებრაელთა ისტორია სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ებრაელების ისტორია სომხეთში)
სომეხი ებრაელები
საერთო მოსახლეობა
300-500[1]
ენები სომხური, ებრაული
რელიგიები იუდაიზმი

ებრაული თემის ისტორია სომხეთში (სომხ. Հայաստանի հրեական համայնքը, Hayastani hreakan hamaynqa) 2000-ზე მეტი წლით თარიღდება.

ისტორიული სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაული საფლავი ეღეგისში, XIII საუკუნე
ებრაული საფლავი, სომხეთი

არსებობს ისტორიული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ ებრაელთა ყოფნას წარმართულ სომხეთში იქამდე, ვიდრე წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა არ გაავრცელა ქრისტიანობა. ადრეული შუა საუკუნეების სომეხმა ისტორიკოსებმა, როგორიცაა მოვსეს ხორენაცი, დაადგინეს, რომ სომეხი მეფის - ტიგრან დიდის დაპყრობების განმავლობაში ( ძვ.წ. 95-55) მან 10 000 ებრაელი ტყვე ჩამოიყვანა სომხეთის უძველეს სამეფოში ( რომელიც მოიცავდა საყოველთაოდ ცნობილ დიდ სომხეთს), როცა მან უკან დაიხია პალესტინისკენ რომეალების სომხეთზე თავდასხმის გამო ( ძვ.წ. 69). ტიგრან II შეიჭრა სირიაში და ჩრდილოეთ ისრაელში[2][3]. ებრაელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი დამკვიდრდა სომხეთში ძვ. წ. I საუკუნიდან. ერთი ქალაქი, კერძოდ გარტქესავანი, გახდა მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრი[4] . ამგვარად, შეიქმნა სომხეთის ებრაული თემი. ისევე როგორც სომხეთის დანარჩენი მოსახლეობა, ისინი დაზარალდნენ რეგიონალური უფლებამოსილების შედეგებით - გაეყოთ და დაეპყროთ ქვეყანა[5]. ახ. წ. 360-370 წლისათვის, დაიწყო ებრაელთა ელინისტური იმიგრაციის მასიური ზრდა სომხეთში; მრავალი სომხური ქალაქი ძირითადად ებრაული გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში (ახ. წ. IV საუკუნე), სასანიანმა მეფემ შაპურ II-მ სომხეთის დაპყრობის შემდეგ, ათასობით ებრაული ოჯახი ჩამოასახლა სპარსული სომხეთიდან ისფაჰანში ( თანამედროვე ირანი)[3][6]. ებრაული ოჯახები გადაასახლეს სომხეთში და დაამკვიდრეს არტაშატში, ვაღასაბათში, ერვანდაშატში, სარეჰავენში, სარისატში, ვანში და ნახჭევანში. 1996 წელს, ვაიოცძორის სამხრეთ პროვინციაში - სოფელ ეღეგისში, აღმოაჩინეს ნაშთები ებრაული სასაფლაოებიდან. 2000 წელს, გაერეთიანებამ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან, აწარმოა გათხრები მდინარე ეღეგისის სამხრეთ ნაპირზე, სოფლის საპირისპირო მხარეს, რაც მოიცავდა 40 ებრაულ სასაფლაოს ებრაული წარწერებით, რომლებიც თარიღდება 1266 წლიდან 1497 წლამდე.

მიხეილ ნოსნოვსკიმ განაცხადა:

ვიკიციტატა
„სიტყვა ხავაჯაჰი არის სპარსული წარმოშობის და ის შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ ებრაელები, ვინც დასახლდნენ ეღეგისში, მოვიდნენ სპარსეთიდან და სასაუბრო ენად სპარსული შეინარჩუნეს. ბიბლიური ციტატები და თალმუდის ფორმულები არის თემში არსებული მაღალი სასწავლო სტანდარტების არსებობის მტკიცებულება.[7]

არქეოლოგთა დაჯგუფებამ, 2001-2002 მწლებში, გათხრების შედეგად აღმოაჩინა სამი ქარხანა, რაც ეპისკოპოსის თქმით აჩვენებს იმას, რომ თემს ჰქონდა ბიზნესი[8]. ამ სამარხებიდან, ოც მათგანს ჰქონდა წარწერები, რომელთაგან 18 ებრაულად, ხოლო 2 — არამეულად იყო დაწერილი. უძველესი ქვა 1266 წლით თარიღდება, ხოლო უახლესი 1336 წლის ივლისით[9].

საბჭოთა კავშირი და თანამედროვე ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828 წელს დასრულდა რუსეთ-სპარსეთის ომი და აღმოსავლეთ სომხეთი ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, თურქმენჩაის ზავით. პოლონელმა და ირანელმა ებრაელებმა და მათთან ერთად საბატარიანებმა ( გლეხები, ვისაც რუსეთის იმპერიის გარეუბანში შესვლა აკრძალული ჰქონდათ ეკატერინე II-ის მეფობის პერიოდში, რადგანაც ისინი აიუდეველებდნენ ქრისტიანებს) დაიწყეს სომხეთში ჩამოსვლა. 1840 წლის შემდეგ, მათ დაიწყეს აშქენაზის და მიზრაჰის თემების შექმნა ერევანში [6] 1924 წლამდე, სეფარდული სინაგოგა - შიექ მორდეჩაი მთელს ებრაულ თემებს შორის წამყვან დაწესებულებას წარმოადგენდა[3]. რუსულ-ებრაული თემები გადავიდენენ სომხეთში, უფრო დიდი მასშტაბის საბჭოთა პერიოდში, ტოლერანტული ატმოსფეროს მოსაძებნად, რაც არ იყო რუსეთის ან უკრაინის სსრ-ში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ებრაელი მოსახლეობა გაიზარდა 5 000-ით. 1959 წელს, ებრაელთა რაოდენობამ საბჭოთა სომხეთში 10 000-ს მიაღწია. ებრაელი იმიგრანტების მეორე ტალღა ქვეყანაში, 1965-1972 წლებში ჩავიდა, ძირითადად ინტელიგენსია - სამხედრო და ინჟინრები. ეს უკანასკნელნი რუსეთიდან და უკრაინიდან ჩავიდნენ სომხეთში[3] . თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უმეტესობამ დატოვა ქვეყანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. 1992-1994 წლებში, 6 000 ებრაელი დაბრუნდა ისრაელში, სომხეთის პოლიტიკური იზოლაციის და ეკონომიკური დეპრესიის გამო[3]. ამჟამად, სომხეთის ებრაელი მოსახლეობა შემცირებულია 750-მდე[5]. 1995 წელს, ერევანში შაბად ჰაუსი ჩამოყალიბდა.

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის რესპუბლიკაში, დღესდღეობით 300-500 ებრაელი ცხოვრობს[1]. მათი უმრავლესობა ქვეყნის დედაქალაქში - ერევანშია დასახლებული. მათი უმეტესობა აშქენაზის წარმოშობისაა, ხოლო დანარჩენი - მიზრაჰი ქართველი ებრაელი. ასევე არსებობს სუბოტნიკთა თემი, რომელთა წინაპრებიც მოექცნენ იუდაიზმზე. მათი რიცხვი ნელ-ნელა მცირდება. ებრაულ თემს ერევანში ამჟამად რაბინი გერშონ ბურშტეინი ჰაბად ლუბავიჩიდან, ხოლო სოციალურ-პოლიტიკურ საქმეებს სომხეთის ებრაული საბჭო ხელმძღვანელობს.

ადამიანის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთობლივი ტრაგედიების მემორიალი

ებრაული თემის პრეზიდენტმა სომხეთში — რიმა ვარჟაპეტიან-ფელერმა, 2015 წლის 23 იანვარს განაცხადა:

ვიკიციტატა
„ებრაული თემი თავს დაცულად გრძნობს სომხეთში, ამავდროულად, ხელისუფლება პატივს სცემს მათ უფლებებს, კულტურასა და ტრადიციებს. სომხეთში არ არის ანტი-სემიტიზმი და ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემები , რაც ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობითაა გამოწვეული.“

2010 წელს, UNHCR-მა ხალხს „ადამიანთა უფლებების დაცვამ სომხეთში“-ის განცხადების შესახებ შეატყობინა:

ვიკიციტატა
„ სომხეთში არ ყოფილა ანტისემიტური ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და სომხეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ კარგია, ქვეყნის შიგნით მცხოვრებმა ინდივიდუალურმა პირებმა, რომელთაც აჩვენეს მინიშნებები ანტისემიტიზმისაკენ, გამოკვეთეს რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად: ისრაელის სტრატეგიული ალიანსი და იარაღის გაყიდვა აზერბაიჯანში; ისრაელის ლიდერების მიერ უარი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე.“

არსებობს ვანდალურ ინციდენტთა ორი ჩანაწერი უცნობი პირების მიერ ერთობლივი ტრაგედიების მემორიალის ებრაული მხარის დაზიანებისათვის არაღასტის პარკში, ერევანში. ამ მემორიალში გაერთიანებულია ორი დიდი ტრაგედია: სომეხთა გენოციდი და ჰოლოკოსტი. ამ ძეგლმა ჩაანაცვლა შედარებით პატარა ძეგლი, რომელიც რამდენიმეჯერ დაზიანდა. დაზიანების პირველ შემთხვევაზე, რიმა ვარჟაპეტიან-ფელერმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს ყველას დააჯეროს, რომ სომხეთში ანტისემიტიზმი მძვინვარებს, რაც უდიდესი ტყუილია!“

. 2007 წლის 23 დეკემბერს , ახალი ძეგლი დაარბიეს და დააზიანეს. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ადგილობრივმა პოლიციამ შეიტყო, რაბინი გერშონ ბურშტეინმა, ვინც მსახურობს როგორც ჩაბადის ემისარი და ებრაული თემის მთავარი რაბინი სომხეთში, განაცხადა:

ვიკიციტატა
„ მე მოვინახულე მემორიალი დაზიანებამდე და ყველაფერი კარგად იყო. ეს ისეთივე საშინელებაა, როგორი შესანიშნავი ურთიერთობაც აქვთ ებრაელებს და სომხებს.“

ყოფილმა უფროსმა მრჩეველმა, სომხეთის პრეზიდენტმა - რობერტ ქოჩარიანმა დაგმო პროვოკაცია და რაბინ ბურშტეინს დაჰპირდა, რომ ამაზე დაუყოვნებლივ იზრუნებდა. 2010 წლის 19 ოქტომბერს ერთობლივი ტრაგედიების მემორიალი კვლავ დაარბიეს. ქალაქის ადმინისტრაციამ ამოიღო დაზიანების ნიშნები მეორე დღესვე და პოლიციამ დაიწყო გამოძიება. ადგილობრივმა ებრაულმა თემმა შეაქო საზოგადოების დაუყოვნებლივი რეაგირება. ეროვნული კრების დეპუტატმა მკრტიჩ მინასიანმა, რომელიც ეროვნული კრების სომხეთ-ისრაელის დელეგაციის ლიდერია, ასევე დაგმო ძეგლის მიმართ განხორციელებული ვანდალიზმი:

ვიკიციტატა
„აქ ყოველთვის იქნება ერთი-ორი ისეთი მილიონს შორის, რომელიც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს. ეს ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Римма Варжапетян. Еврейская община Армении. — Ереван: Издательский дом Лусабац, 2012. — 191 с. — 400 экз. — ISBN 978-9939-69-005-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Vandals deface Holocaust memorial in Armenia. Michael Freund, The Jerusalem Post, December 23, 2007
  2. Jan Retsö, The Arabs in Antiquity: Their History from the Assyrians to the Umayyads, 2003. p. 347.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Jewish Virtual Library - Armenia
  4. Movses Khorenatsi II, 65
  5. 5.0 5.1 Advocates on Behalf of Jews in Russia, Ukraine, the Baltic States, and Eurasia: Armenia and Jews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2015-10-01.
  6. 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-28. ციტირების თარიღი: 2015-10-01.
  7. Yeghegis, International Jewish Cemetery Project - International Association of Jewish Genealogical Societies
  8. http://www.jpost.com/Opinion/Op-Ed-Contributors/Jewish-Armenia
  9. Arthur Hagopian, "Armenians Renovate Unknown Jewish Cemetery," Armenian News Network, May 3, 2009.