ებეკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ებეკო
213 1393 Ebeko ozero Lenya.jpg
კოორდინატები: 50°41′20″ ჩ. გ. 156°00′54″ ა. გ. / 50.68889° ჩ. გ. 156.01500° ა. გ. / 50.68889; 156.01500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 1156 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2009 (გრძელდება)
ებეკო — რუსეთი
ებეკო
ებეკო — კურილის კუნძულები
ებეკო

ებეკო (რუს. Эбеко) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ პარამუშირზე (კურილის კუნძულები). სიმაღლე 1156 მ. რთული სტრატოვულკანია. ცენტრალური კონუსის მწვერვალზე მერიდიანული მიმართულებით გაჭიმულია სამი ურთიერთდაკავშირებული ვულკანური კრატერი, რომელთა დიამეტრი 250-350 მ, ხოლო სიღრმე 70-100 მ-ია. კრატერში განთავსებულია ცხელი ტბები, თერმული წყაროები და სოლფატარები. ვულკანი ებეკო აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტებით. მოქმედი აპარატის ასაკი განისაზღვრება 2400 წლით.

ებეკო კურილის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირებულია 1793, 1859, 1934-1935, 1963, 1967, 1987-1990, 1998, 2007 წწ. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2009 წელს.

1859 წლის სექტემბრის ამოფრქვევის დროს გამოიყო გოგირდოვანი ორთქლი, რომელიც ფართოდ გავრცელდა მეზობელ კუნძულ შუმშუზე, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში გულისრევა და თავის ტკივილი გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]