ებანი
იერსახე
ებანი — უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი. სახელწოდება ებანი პირველად „დაბადების“ ქართულ რედაქციაში გვხვდება. როგორც ჩანს, იგი წარმართული დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი. თავდაპირველად ებანის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ებანი, ჩანგი და ქნარი სინონიმებია. ებანი ფართოდ გავრცელდა XI-XIII საუკუნეებში. იგი ხშირად იხსენიება ლიტერატურულ წყაროებში (რუსთაველი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, არსენ ბერი, ბასილი ეზოსმოძღვარი). XIX საუკუნის დასაწყისიდან ებანი აღარ გვხვდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხიკვაძე გ., სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1955 ტ. 7;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938
- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 665.
- ჟორდანია ს., შილაკაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.