დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დ:გსგქ)
მალხმობა:
დ:გსგქ

შედგენილია „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის“ მიერ. გადმოწერილია „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“, თბ. 1989. წიგნი განხილულია და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ.


1. თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით.

New York — ნიუ-იორკი; San Francisco — სან-ფრანცისკო; Santa Cruz — სანტა-კრუსი; Lago Maggiore — ლაგო-მაჯორე;

2. ისეთი სახელების მართლწერაში, რომლებიც შესიტყვებას წარმოადგენს, მსაზღვრელ-საზღვრულია და მსაზღვრელად გვევლინება ქვეყნის მხარეების აღმნიშვნელ სახელთა ფუძეები („აღმოსავლეთ“, „დასავლეთ“ და მისთანები), მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შემდეგი წესი:

  • თუ სახელწოდებაში იგულისხმება რაიმე ტერიტორიის ნაწილი, მაშინ ქვეყნის მხარის აღმნიშვნელი სიტყვა გაგებულია როგორც ზედსართავი და გვაქვს: სამხრეთი ამერიკა, ჩრდილოეთი კაროლინა, აღმოსავლეთი პირენე, დასავლეთი ბენგალი...
შენიშვნა: ასეთ სახელწოდებათა მსაზღვრელი (ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული ტრადიციის გათვალისწინებით) ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში შეკვეცილია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აღმოსავლეთ ირანის ქედი, დასავლეთ ავსტრალიის დინება...
  • თუ გეოგრაფიული ერთეული რაიმე ტერიტორიის ნაწილი კი არ არის, არამედ ასეთ ტერიტორიაზეა (მაგ., მიედინება მდინარე), მაშინ გვაქვს „აღმოსავლეთის“, „დასავლეთის“, „სამხრეთის“, „ჩრდილოეთის“: სამხრეთის პასატური დინება, სამხრეთის ოკეანე, დასავლეთის შელფური მყინვარი, ჩრდილოეთის საზღვაო არხი...

3. ბრუნებისას იკვეცება -ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ბარსელონა → ბარსელონისა; გოთა → გოთისა; გენუა → გენუისა; ნიკარაგუა → ნიკარაგუისა...

შენიშვნა: გამონაკლისია ადამიანის სახელებისაგან მიღებული გეოგრაფიული სახელები: ვიქტორიას კუნძულები, მარიანას კუნძულები...

4. არ იკვეცება -ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ჩილე → ჩილესი; პირენე → პირენესი...

შენიშვნა: გამონაკლისია „ეგვიპტე“ (ეგვიპტისა), რომელშიც ფუძისეული არ არის უცხო წარმოშობისა.

იხილეთ ასევე

  • განხილვა:ღაზის სექტორი – ციტატა შუქია აფრიდონიძის წიგნიდან „ჩვენი ენა ქართული“, თბ., 2002 წ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გვ.72-73.