იპოლიტო II დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დ’ესტე, იპოლიტო II)
იპოლიტო II დ’ესტე
იტალ. Ippolito II d'Este
მილანის არქიეპისკოპოსი
20 მაისი, 151919 მარტი, 1550 — 67
წინამორბედი: იპოლიტო I დ’ესტე
მემკვიდრე: ჯოვანი ანჯელო არჩინოლდი
 
დაბადება: 25 აგვისტო, 1509
ფერარა, ფერარას საგრაფო
გარდაცვალება: 2 დეკემბერი, 1572 (63 წლის)
რომი, პაპის ოლქი
დინასტია: დ’ესტე
კარდინალი: 20 დეკემბერი, 1538

იპოლიტო II დ’ესტე (იტალ. Ippolito II d’Este; დ. 25 აგვისტო 1509, ფერარა — გ. 2 დეკემბერი 1572, ფერარა) — იტალიელი კარდინალი და სახელმწიფო მოღვაწე. ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ალფონსო I-ის და მისი მეუღლის ლუკრეცია ბორჯიას მეორე ვაჟი.

10 წლის ასაკში პატარა იპოლიტო, ბიძის იპოლიტო I დ’ესტეს მემკვიდრედ დაინიშნა მილანის არქიეპისკოპოსად. 1539 წელს საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის უშუალო ჩარევის შედეგად იპოლიტო II-ემ კარდინალის ქუდი მიიღო. ფრანსუა I იმედოვნებდა, რომ ეს უკანასკნელი სამაგიეროდ საფრანგეთის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნებოდა რომის პაპის კარზე. იპოლიტომ, როგორც საფრანგეთის კანდიდატმა რამდენიმე კონკლავზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა პაპად არჩეული არ იქნა.

იპოლიტო II-ემ ქალაქ ტივოლიში ააგო ცნობილი სასახლე ვილა დ’ესტე. დაკრძალულია იქვე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]