ალფონსო დ’ესტე (მონტეკიოს მარკიზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დ’ესტე, ალფონსო (მონტეკიოს მარკიზი))
Jump to navigation Jump to search

ალფონსო დ’ესტე (იტალ.: Alfonso d’Este) (დ. 10 მარტი, 1527 — გ. 1 ნოემბერი, 1587) — მონტეკიოს მარკიზი 1534–1587 წლებში.

ალფონსო იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ალფონსო I-ის და მისი მესამე მეუღლის ლაურა დანტის (გ. 27 ივნისი 1573) უკანონო ვაჟი და კასტელნუოვოს მარკიზის ალფონსინო დ’ესტეს ძმა.

1549 წლის 1 იანვარს მან იქორწინა ჯულია დელა როვერეზე (გ. 4 აპრილი 1563), ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია I-ის ასულზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი ჩეზარე დ’ესტე.

1584 წელს ალფონსო დ’ესტემ მეორედ იქორწინა. ამჯერად ვიოლანტა სინაზე (1546–1609).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]