შინაარსზე გადასვლა

დ’არტანიანის რომანები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დ’არტანიანის რომანებიალექსანდრ დიუმას (1802—1870) სამი ნოველა, რომელიც XVII საუკუნის მუშკეტერ დ’არტანიანის თავგადასავლებზე მოგვითხრობს.[1]

დიუმამ დ’არტანიანის პიროვნება მუშკეტერთა კაპიტან შარლ დე ბაც დე კასტელმორ დ’არტანიანზე (დაახლ. 1611—1673) დააფუძნა და განსაკუთრებით უხვად აიღო ინსპირაცია ნახევრად ფიქციური „მ. დ’არტანიანის მემუარებიდან“, რომელიც გმირის დაღუპვიდან 27 წლის შემდეგ, გასენ დე კურტილ დე სანდრასის ავტორობით დაიწერა და 1700 წელს გამოქვეყნდა.[2]

წიგნები ამ სერიიდან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „სამი მუშკეტერი“ — ისტორია ვითარდება 1625—1628 წლებში; პირველად ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა გაზეთ „ლე სიეკლ“-ში 1844 წლის მარტიდან ივლისამდე. პროლოგში დიუმა ამბობს რომ მან რომანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნაპოვნ დოკუმენტებს დააფუძნა.[3]
  • „ოცი წლის შემდეგ“ — ისტორია ვითარდება 1648—1649 წლებში. ნაწილ-ნაწილ გამოდიოდა 1845 წლის იანვრიდან აგვისტომდე.
  • „ვიკონტი დე ბრაჟელონი ანუ ათი წლის შემდეგ“ — ისტორია ვითარდება 1660—1673 წლებში. ნაწილ-ნაწილ გამოდიოდა 1847 წლის ოქტომბრიდან 1850 წლის იანვრამდე. ეს უზარმაზარი თხზულება სხვადასხვა დროს გამოცემულ იქნა ორ, სამ, ოთხ ან ხუთტომეულადაც კი.[4]
    • სამტომიან გამოცემაში ნოველებს ეწოდებათ „ვიკონტი დე ბრაჟელონი“, „ლუიზა დე ლა ვალიერი“ და „კაცი რკინის ნიღაბში“.
    • ოთხტომიან გამოცემაში ნოველებს ეწოდებათ „ვიკონტი დე ბრაჟელონი“, „ათი წლის შემდეგ“, „ლუიზა დე ლა ვალიერი“ და „კაცი რკინის ნიღაბში“.
    • ძირითადად, ხუთტომიან გამოცემებში ცალკეულ ტომებს სათაურები არ აქვთ.

დიუმა „სამი მუშკეტრისათვის“ განსხვავებული გაგრძელების დაწერას გეგმავდა, რომელზე მუშაობაც 75 თავის დაწერის შემდეგ შეაჩერა. ამ ნაწარმოებს „წითელი სფინქსი“ უნდა რქმეოდა. „წითელ სფინქსში“ მუშკეტერები აღარ არიან მოქმედი პერსონაჟები და ნარატივი კარდინალ რიშელიეზე, დედოფალ ანასა და მეფე ლუი XIII-ზე გადადის. დიუმამ ასევე შემოიყვანა ახალი მთავარი პერსონაჟი - გრაფი დე მორე (რომლის პროტოტიპიც ანტუან დე მორე იყო). დაუსრულებელი ნაშრომი საფრანგეთში პირველად 1946 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 2017 წელს ინგლისურადაც ითარგმნა. ამ თარგმანიდან ამოღებული იქნა საკმაოდ დიდი მონაკვეთი - „სასტუმრო რამბუილეს ხშირი სტუმრები“ და თხზულება დიუმას სხვა ნოველის ჩართვით - „მტრედით“ დასრულდა.[5]

არაოფიციალური ინტერპრეტაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიუმას გარდაცვალების შემდეგ მრავალმა სხვა მწერალმა აიღო საკუთარ თავზე დ’არტანიანის რომანების სერიის განვრცობა.

  • „პორთოსის ვაჟი“ (1883) — დაწერა პოლ მაჰალინმა, ალექსანდრ დიუმას ფსევდონიმით. წიგნი დღესაც ამ ფსევდონიმით იბეჭდება. ამ ადაპტაციაში დ’არტანიანი არ ჩნდება.
  • „მეფის მეფე დ’არტანიანი“ (1900) — დაფუძნებული უნდა იყოს დიუმას ერთ-ერთ პიესაზე.
  • „მეფის პასპორტი“ (1925) — ჰ. ბედფორდ-ჯონსის ავტორობით.
  • „დ’არტანიანი, სამი მუშკეტრის გაგრძელება“ (1928) — ჰ. ბედფორდ-ჯონსის ავტორობით.

ფენტეზის ავტორ სტივენ ბრასტის ხაავრენის რომანების სერია დიუმას ნოველებს (უფრო კონკრეტულად დ’არტანიანის რომანებს) ეყრდნობა და ამ თხზულებების შინაარსი ბრასტის დრაგერას სამყაროში გადააქვს.[6] იმავე ავტორის იმავე სერიის 2020 წლის ნოველა „მაგისტრის ველის ბარონი“ საწყის საფუძვლად „გრაფ მონტე-კრისტოს“ იყენებს.[7][8]

სარა ჰოიტის (ფსევდონიმით სარა დ’ალმეიდას) მუშკეტერების სერია[9] „მუშკეტრის სიკვდილით“ იწყება და ოთხ სხვა წიგნს მოიცავს.

  1. Klein, Annika Barranti. (2021-10-01) The Many Adaptations of Alexandre Dumas's THE THREE MUSKETEERS en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-21
  2. Gatien de Sandras de Courtilz (1700) Memoires de Mr. D'Artagnan, capitaine lieutenant de la premiere compagie des mousquetaires du roi : contenant quantité de choses, particuleres et secrettes qui se sont passées sous le regne de Louis le Grand.. A Cologne: Chez Pierre Marteau. OCLC 7785395. 
  3. The Three Musketeers | Introduction & Summary | Britannica en. ციტირების თარიღი: 2025-06-21
  4. Noble, Barnes &. COMPLETE AND UNABRIDGED D'ARTAGNAN ROMANCES (Worldwide Bestseller with Over 10 Million Copies Sold) by Alexandre Dumas, Including THE THREE MUSKETEERS, TWENTY YEARS AFTER, THE VICOMTE OF BRAGELONNE (English) NOOK Edition NOOKBook|eBook en. ციტირების თარიღი: 2023-12-22
  5. Newly translated, a sequel to 'The Three Musketeers' is as fresh as ever.
  6. Tilendis, Robert M.. (2014-12-23) Steven Brust’s The Khaavren Romances. ციტირების თარიღი: 2020-08-03
  7. Eddy, Cheryl. (2020-07-01) There Are So Many New Sci-Fi and Fantasy Books Coming Out in July. ციტირების თარიღი: 2020-08-03
  8. Steven Brust (28 July 2020). The Baron of Magister Valley. Tom Doherty Associates. ISBN 978-1-250-31146-7. 
  9. Sarah A. Hoyt. ციტირების თარიღი: July 23, 2019