შინაარსზე გადასვლა

დ’ალამბერი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
დ’ალამბერი
ლათ. d'Alembert
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 2.08 კმ (2015)[1]
დიამეტრი 233.55 კმ[2]
მოცულობა უცნობია
უდიდესი სიღრმე 3.11 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ჟან ლერონ დ'ალამბერი
დამტკიცებულია IAU (1970)
მდებარეობა
51.07° ჩ. გ. 164.89° ა. გ. / 51.07° ჩ. გ. 164.89° ა. გ. / 51.07; 164.89
ციური სხეული მთვარე
დ’ალამბერი (მთვარის კრატერი) — მთვარე
დ’ალამბერი (მთვარის კრატერი)
დ’ალამბერი ვიკისაწყობში

კრატერი დ’ალამბერი (ლათ. d'Alembert) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ფრანგი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის, ჟან ლერონ დ'ალამბერის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1970 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის უახლოესი მეზობლებია ვან რინის კრატერი დასავლეთით, სტორმერის კრატერი ჩრდილო-დასავლეთით, იამამოტოს კრატერი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზინგერის კრატერი ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუპერის კრატერი აღმოსავლეთით, ჩერნიშევისა და ჩენდლერის კრატერები სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლანჟევენის კრატერი სამხრეთ-დასავლეთით და კემპბელის კრატერი სამხრეთ-დასავლეთით. სლიფერის კრატერი მდებარეობს კრატერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.[3] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 51°04′N 164°53′E / 51.07° ჩ. გ. 164.89° ა. გ. / 51.07; 164.89, დიამეტრი 233.55 კმ-ია,[2] სიღრმე — 3.11 კმ.[1]

კრატერის კიდე მნიშვნელოვნად ეროზიული და დაფარულია მრავალჯერადი დარტყმებით მისი სიცოცხლის განმავლობაში. კიდეს სიმაღლე მიმდებარე რელიეფიდან 2.08 კმ-ს აღწევს.[1] შიდა ფერდობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს დიდი კრატერი აკრავს, რომლისგანაც აღმოსავლეთით ფართო ნაპრალია გადაჭიმული. კრატერის აუზის ფსკერი გლუვია, მოფენილია სხვადასხვა ზომის მრავალი კრატერით. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფსკერი უხეშია, დაფარული სლიფერის კრატერის ფორმირების დროს გამოტყორცნილი ქანებით. აუზის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე არაღრმა ღარია განლაგებული.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
დ’ალამბერი კოორდინატები დიამეტრი, კმ
E 52°38′N 168°04′E / 52.64° ჩ. გ. 168.06° ა. გ. / 52.64; 168.06 (Д’Аламбер E) 20.2
G 50°42′N 167°22′E / 50.7° ჩ. გ. 167.37° ა. გ. / 50.7; 167.37 (Д’Аламбер G) 17.9
J 47°20′N 170°18′E / 47.33° ჩ. გ. 170.3° ა. გ. / 47.33; 170.3 (Д’Аламбер J) 20.3
Z 55°15′N 165°46′E / 55.25° ჩ. გ. 165.77° ა. გ. / 55.25; 165.77 (Д’Аламбер Z) 41.7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.