დღის წესრიგი მშვიდობისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დღის წესრიგი მშვიდობისათვისგაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანის, ბუტროს ბუტროს-გალის მიერ 1992 წელს დაწერილი ანგარიში, რომელშიც იგი პასუხობს გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნას „ანალიზისა და რეკომენდაციების“ თაობაზე, მშვიდობის დამყარების და მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის შეზღუდულობის აღიარების შემდეგ, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც მსგავსი მცდელობები მრავლად იყო 1990-იან წლებში, 1992 წელს მოწვეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭო, პირველად სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. კონფერენციის დასასრულს 15-მა წევრმა ქვეყანამ შეიმუშავა წინადადება, რომლითაც იმჟამინდელ გენერალურ მდივან ბუტროს ბუტროს-გალს სთხოვა სამომავლო რეფორმების შესახებ ანგარიშის წარდგენა. თავიანთ განცხადებაში სახელმწიფოს მეთაურებმა აღნიშნეს, რომ:

ვიკიციტატა
„სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფლიქტებისა და ომის არ არსებობა, თავისთავად არ უზრუნველყოფდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური სფეროების არასტაბილურობის არა-სამხედრო ასპექტებმა საფრთხე შეუქმნა მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საჭიროა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრის, შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, ამ საკითხების გადაწყვეტას უდიდესი პრიორიტეტი მიენიჭოს.“

გაეროს უშიშროების საბჭომ დაინახა ის, რასაც მშვიდობის ყოფის (მხარდაჭერის) კრიტიკოსები აღნიშნავდნენ და ამასთან, რაც იმდროინდელმა ჩავარდნებმა აჩვენა: მხოლოდ მშვიდობის ყოფა (მხარდაჭერა), როგორც ეს პრაქტიკაში ხორციელდებოდა, არ იყო საკმარისი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

დღის წესრიგი მშვიდობისათვის ხაზს უსვამს ბუტროს-გალის მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა უპასუხოს გაერომ კონფლიქტებს ცივის ომის შემდგომ მსოფლიოში.

დოკუმენტის მიხედვით, კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისათვის, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გაერო-ს ამოცანებია:

  • მოახდინოს კონფლიქტური სიტუაციების საწყის ეტაპზე იდენტიფიცირება და ეცადოს დიპლომატიური გზებით აღმოფხვრას საფრთხე, სანამ უშუალოდ ძალადობა იჩენს თავს;
  • კონფლიქტის აღმოცენების შემთხვევაში, ჩაერთოს მშვიდობის დამყარებაში, რომელიც კონფლიქტის მიზეზების გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული;
  • მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის გზით, იმუშაოს მშვიდობის შენარჩუნებისათვის; სადაც სამხედრო მოქმედებები შეჩერებულია და ხელი შეუწყოს მშვიდობისმყოფელთა მიერ მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას;
  • ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას სხვადასხვა კონტექსტში: სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუტების აღდგენას; დაპირისპირებულ ერებს/ხალხებს შორის მშვიდობიანი, ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული კავშირების აღდგენას;
  • და ყველაზე ფართო გაგებით, კონფლიქტის გამომწვევ ძირეულ მიზეზებთან ბრძოლა: ეკონომიკური უთანასწორობა, სოციალური უსამართლობა და პოლიტიკური ზეწოლა.

გაეროს მე-6 გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის მიერ შემუშავებული „დღის წესრიგი მშვიდობისათვის“ აღწერს პრევენციული დიპლომატიის მთელ რიგ დამატებით პროცესებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გამოიყენოს მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის ღონისძიებამდე, ან პარალელურად. ბუტროს-გალი დოკუმენტით ასევე გვთავაზობს ტერმინების - მშვიდობის დამყარება, მშვიდობის ყოფა/მხარდაჭერა - განმარტებებს.

დოკუმენტის მიხედვით:

  • პრევენციული დიპლომატია არის ქმედება, მიმართული მხარეებს შორის წარმოქმნილი დავების თავიდან ასაცილებლად, რათა არსებული დავები არ გადაიზარდოს კონფლიქტში; ხოლო კონფლიქტის აღმოცენების შემთხვევაში, მისი გავრცელების შეზღუდვისაკენ;
  • მშვიდობის დამყარება არის ქმედება, რომელსაც დაპირისპირებული მხარეები მიჰყავს შეთანხმებამდე, დავის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VI თავით;
  • მშვიდობის ყოფა/მხარდაჭერა გულისმობს, მონაწილე მხარეთა თანხმობით, გაეროს სამხედრო და/ან საპოლიციო, ხშირად სამოქალაქო პერსონალის უშუალო ყოფნას ველზე. მშვიდობის ყოფა/მხარდაჭერა არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც აფართოებს კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას.

პრევენციული დიპლომატია ცდილობს დავების მოგვარებას ძალადობის აღმოცენებამდე; მშვიდობის დამყარება და მშვიდობის ყოფა/მხარდაჭერა კი მიმართულია კონფლიქტების შეწყვეტისა და მშვიდობის შეინარჩუნებისაკენ, მისი მიღწევისთანავე. წარმატების შემთხვევაში, ისინი აძლიერებენ პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში მშვიდობის მშენებლობის შესაძლებლობას, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს ერებს/ხალხებს შორის ძალადობის განმეორებას.

დოკუმენტის ყველაზე დიდ დამსახურებად მიიჩევა, „პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში მშვიდობის მშენებლობის“ კონცეფციის შემოთავაზება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „ყველა იმ ქმედებათა იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია მშვიდობის განმტკიცებისა და გამყარებისაკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის გამეორება.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]