დღე, როდესაც დედამიწამ გაიღიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასინის მიერ 2013 წლის 19 ივლისს გადაღებული სატურნის სრულად დამუშავებული კომპოზიტური ფოტო
დედამიწა ჩანს როგორც ლურჯი წერტილი სატურნის რგოლების ქვეშ.

დღე, როდესაც დედამიწამ გაიღიმა (ინგლ. The Day the Earth Smiled) — NASA-ს კოსმოსური ხომალდის Cassini-ის მიერ 2013 წლის 19 ივლისს გადაღებული კომპოზიტური ფოტო. მზის დაბნელების დროს კოსმოსურმა ხომალდმა სატურნისა და მისი ხილული რგოლების სისტემის უმეტესი ნაწილი, ისევე როგორც დედამიწა და მთვარე, შორეულ ფერმკრთალ წერტილებად აქცია. კოსმოსურმა ხომალდმა ორჯერ გადაიღო მსგავსი ფოტოები (2006 და 2012 წლებში). სახელწოდება ასევე ეხება ღონისძიებასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და მისგან შექმნილ ფოტოგრაფიულ მოზაიკას.[1]

კასინის ვიზუალიზაციის ჯგუფის ლიდერის მიერ ჩაფიქრებული კონცეფცია მოუწოდებდა ადამიანებს დაფიქრებულიყვნენ სამყაროში საკუთარი ადგილის შესახებ, გაოცებულიყვნენ დედამიწაზე ცხოვრებით და სურათების გადაღების დროს ამაყად და ღიმილით აეხედათ ცაში.

19 ივლისს გადაღებული საბოლოო მოზაიკაზე, რომელიც Cassini Imaging Central Laboratory for Operations ცენტრში დამუშავდა (CICLOPS), 2013 წლის 12 ნოემბერს გამოქვეყნდა. ფოტოზე გამოსახულია დედამიწა, მარსი, ვენერა და სატურნის მრავალი თანამგზავრი. აპარატმა ასევე დედამიწისა და მთვარის მაღალი გარჩევადობით დაფიქსირებაც შეძლო.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტომოზაიკა NASA-ს კამპანიიდან „ტალღა სატურნზე“. კოლაჟი მოიცავს დაახლოებით 1600 ფოტოს, რომლებიც გადაიღეს საზოგადოების წევრებმა იმ დღეს, როდესაც დედამიწამ „გაიღიმა“.

კასინის მიერ გადაღებული ფოტოები დედამიწაზე მალევე მიიღეს. რამდენიმე დღეში საზოგადოებისთვის აპარატის მიერ დედამიწისა და მთვარის მაღალი გარჩევადობის ფოტოებიც გასაჯაროვდა.[2]

სრული მოზაიკის დამუშავება პორკოს თაოსნობით CICLOPS-ში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.[3] ოთხი საათის განმავლობაში კოსმოსურმა ხომალდმა 404 ათასი მილის რადიუსის სცენისა და 323 სურათის აღბეჭდვა შეძლო.[4] NASA-მ გამოავლინა, რომ ამ გამოსახულებით ოთხი პლანეტა — სატურნი, დედამიწა, მარსი და ვენერა — ერთდროულად, ხილულ შუქზე, კასინის ხომალდის მიერ პირველად აღიბეჭდა.[5] ეს იყო ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწის ხალხმა წინასწარ იცოდა, რომ მათი სურათი მზის სისტემიდან იქნებოდა გადაღებული.[6]

NASA-ს მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს ფინალური მოზაიკის The Day the Earth Smiled მოზაიკის ოფიციალურმა გამოშვებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მთელ მსოფლიოში.[7][8][9][10][11] სურათი მეორე დღეს The New York Times- ის პირველ გვერდს ამშვენებდა.[12] საზოგადო მოღვაწეებმა, მათ შორის მედია პროდიუსერმა სეთ მაკფარლეინმა, შეაქო სურათი. მოზაიკა ასევე წარადგინა კაროლინ პორკომ და გარდაცვლილ ასტრონომს, კარლ სეგანს მიუძღვნა.[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Catalog Page for PIA17171. NASA's Jet Propulsion Laboratory.
  2. Spinks, Peter (26 July 2013). „Earth viewed from a billion miles away“. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  3. Porco, Carolyn (12 November 2013). „Viewpoint: Saturn snapped as Earth smiled“. BBC News. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  4. The Day the Earth Smiled. ციტირების თარიღი: 15 November 2013„The Day the Earth Smiled“. NASA Jet Propulsion Laboratory. Retrieved 15 November 2013.
  5. Hotz, David Lee (13 November 2013). „Saturn from the Dark Side“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  6. Jones, Jonathan (19 June 2013). „People of Earth, say cheese! Nasa to take everyone's picture from space“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 28 June 2013.Jones, Jonathan (19 June 2013). „People of Earth, say cheese! Nasa to take everyone’s picture from space“. The Guardian. London. Retrieved 28 June 2013.
  7. Madrigal, Alexis (12 November 2013). „The Carl Sagan of Our Time Reprises the 'Pale Blue Dot' Photo of Earth“. The Atlantic. ციტირების თარიღი: 12 November 2013.Madrigal, Alexis (12 November 2013). „The Carl Sagan of Our Time Reprises the 'Pale Blue Dot' Photo of Earth“. The Atlantic. Retrieved 12 November 2013.
  8. Boyle, Alan (12 November 2013). „Planets galore! Saturn probe's big pic finally unveiled“. NBC News. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  9. Overbye, Dennis (12 November 2013). „The View From Saturn“. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 November 2013.Overbye, Dennis (12 November 2013). „The View From Saturn“. The New York Times. Retrieved 12 November 2013.
  10. „La Tierra, un punto azul diminuto tras los anillos de Saturno“. El Mundo. 13 November 2013. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  11. Page, Lewis (13 November 2013). „SPACE, the FINAL FRONTIER: These are the images of the star probe Cassini“. The Register. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  12. „Saturn and Its Rings, a Wide View“ (PDF). The New York Times. 13 November 2013. ციტირების თარიღი: 12 July 2016.
  13. The Faces of 'Wave at Saturn'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 November 2013