დუშკო პოპოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დუშან „დუშკო“ პოპოვი
Dusko Popov.jpg
მშობ. სახელი Dušan „Duško“ Popov
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1912
ტიტელი, ავსტრო-უნგრეთი
გარდ. თარიღი 18 აგვისტო, 1981
ოპიო, საფრანგეთი
სხვა სახელები „ტრიციკლი“, „დუშკო“, „ივანი“, „მოწყდომა“
ეროვნება სერბი
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი
საქმიანობა ჯაშუში
მეუღლე(ები) ჟაკლინ ბლანკი (1946-1961)
ჯილ ჯონსონი (1962-გარდაცვალებამდე)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: მილორად პოპოვი
დედა: ზორა პოპოვი

დუშან „დუშკო“ პოპოვი (სერბ. Dušan „Duško“ Popov; დ. 10 ივლისი, 1912, ტიტელი, ავსტრო-უნგრეთი — გ. 18 აგვისტო, 1981, ოპიო, საფრანგეთი) — სერბი ჯაშუში. დიდი ხნის განმავლობაში იგი ასრულებდა ორმაგი აგენტის როლს. ცნობილი იყო კოდური სახელებით: „ტრიციკლი“, „დუშკო“, „ივანი“ და „მოწყდომა“. იგი მუშაობდა ბრიტანეთის უშიშროების სამსახურსა (MI5) და საიდუმლო ინფორმაციის სამსახურში (MI6). იგი საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც ბიზნესმენი, მდიდარი პიროვნება. ჰყავდა 2 მეუღლე: ჟაკლინ ბლანკი (1946-1961) და ჯილ ჯონსონი (1962-გარდაცვალებამდე). მათთან შეეძინა 4 შვილი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი გერმანიამ გადაიპირა და პორტუგალიაში მზვერავად გააგზავნა, მას დაევალა ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მან მუშაობა ბრიტანეთის უშიშროების სამსახურსა (MI5) და საიდუმლო ინფორმაციის სამსახურში (MI6) დაიწყო. მას მიღებული აქვს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. გარდაიცვალა 1981 წლის 18 აგვისტოს 69 წლის ასაკში. იგი არის პროტოტიპი იან ფლემინგის „ჯეიმს ბონდისა“, ფლემინგს იგი მეორე მსოფლიო ომის დროს შეხვდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]