დურძუკეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დურძუკეთი, ძურძუკეთიდურძუკებით დასახლებული მხარე. ლეონტი მროველის მიხედვით, დურძუკი კავკასიის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთ კალთებზე მოსახლე ტომის ეპონიმია. შემდგომში დურძუკეთი ქართულ წყაროებში იხსენიება თერგსა და დაღესტანს შორის (ვახუშტის მიხედვით — ხევიდან დიდოეთამდე). დურძუკეთს საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირი ჰქონდა. ანტიკურ ხანაში დურძუკეთი საქართველოზე დამოკიდებული ქვეყანა იყო. ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის II მეფე საურმაგი დედით დურძუკი ყოფილა. როდესაც საურმაგს ქართლის ერისთავები აუჯანყდნენ, იგი დურძუკებთან გაიქცა და სამეფო ტახტი მათი დახმარებით დაიბრუნა. დურძუკეთი შუა საუკუნეებშიც საქართველოს ვასალი იყო, იქ ქრისტიანობაც საქართველოდან გავრცელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]