დურღენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დურღენი (ლათ. Anabasis aphylla) — ბუჩქბალახი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. 30—75 სმ სიმაღლისაა. მისი წვრილი, ქერქლისებრი ფოთლები მწვანე წვნიან ტოტებზე მოპირისპირედ არის განლაგებული. ყვავილები შეკრებილია თავთავისებრ ყვავილედებად. ყვავილსაფრის გარეთა ფურცლებს მოყვითალო ავ ვარდისფერი ფრთისებრი დანამატი აქვს.

იზრდება წინა, შუა და ცენტრალური აზიის ბიცობიან და თიხიან უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში, აგრეთვე კავკასიასა (აღმოსავლეთი წინაკავკასია და აზერბაიჯანი) და სამხრეთ ციმბირში. ნორჩი მწვანე ყლორტები შეიცავს ალკალოიდ ანაბაზინს (ეფექტიანი ინსექტიციდი, აგრეთვე ნიკოტინმჟავას — PP ვიტამინის ნედლეული).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]