დურესის ამფითეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Amfiteatr rzymski w Durrës 1.jpg
დურესის ამფითეატრი

დურესის ამფითეატრი (ალბანურად: Amfiteatri i Durrësit) — გვიანდელი რომაული ამფითეატრი ალბანეთში, ქალაქ დურესში. აგებულია II საუკუნეში რომის იმპერატორ ტრაიანეს დროს. მდებარეობს ქალაქის ცენტრში და წარმოადგენს მხოლოდ ნახევარწრეს. დურესის ამფითეატრი არის ბალკანეთის ნახევარკუნძულის გვაინდელი ნაგებობა და იტევს 20 000 ადამიანს, მას ანალოგი არ გააჩნია ალბანეთში. იგი აღმოჩენილია 1900 წლის ბოლოს. დღეისათვის იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ნაგებობას. დურესის ამფითეატრი შეტანილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურესი, ძველი ეპიდამნუსი ან დირახია იყო ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე დაარსებული პირველი ქალაქი, რომელიც დაარსდა ძვ. წ. 627 წელს. ამფითეატრის მშენებლობა დაიწყო ახ. წ. I ან II საუკუნეში. V საუკუნემდე მას გამოიყენებდნენ პირდაპირი დანიშნულებით: მასში იმართებოდა გლადიატორთა ორთაბრძოლები. ამფითეატრი გამოიყენებოდა წარმოდგენებისათვის. მისი ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი უცნობია. მკვლევართა ცნობებით, ამის მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო 345-346 წლების მიწისძვრა ან ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ბრძანება 391 წელს - დაეხურათ ყველა წარმართული ცენტრი.

დაახლოებით V საუკუნიდან დაიწყეს ამფითეატრის გამოყენება ქრისტიანული მიზნებისათვის. VI საუკუნეში ამფითეატრის ერთ-ერთ გალერეაში გაკეთდა სამლოცველო პირველი ქრისტიანი ეპისკოპოსის და მოწამის წმინდა ასტიას პატივსაცემად.

ამფითეატრი XX საუკუნის დასაწყისში იპოვეს. 1966 წელს მიზანმიმართულად დაიწყო მისი გათხრები და კვლევა. 1996 იგი ალბანეთში მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წინასწარ სიაში შეიტანეს.

ზომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამფითეატრის ფორმა ელიფსურია. მისი ზომებია მერყეობს 132 მ. (434 ფტ.)-113 მ. (371 ფტ.) შორის. არენა 61.4 მ. (201 ფტ)- 42.2 მ (138 ფტ) და არის 20 მ (66 ფტ) სიმაღლის. იგი აგებულია მარალ ფერდობზე. ამფითეატრის შიგნით არის კიბეები და დასაჯდომი ადგილები სხვადასხვა დონეზე.

შენარჩუნებულია სამლოცველოს მოზაიკა.

დღეისათვის დურესის ამფითეატრი ფუნქციონირებს მუზეუმის სახით.

საფრთხეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამფითეატრი გარშემორტყმულია ყველა მხრიდან ქალაქის საცხოვრებელი უბნებით. არენას გარს არტყავს დურესის თანამედროვე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. ქალაქის განვითარება საფრთხეს უქმნის ამფითეატრს. დურესის მუნიციპალიტეტი გეგმავს ამ სახელბის ამოღებას, რადგან მათ გააჩნიათ სტრუქტურული ხარვეზები, ასევე, ნელ-ნელა ცვდება მოზაიკა და ფერწერა.

2013 წელს ამფითეატრი შევიდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ამფითეატრის პანორამა
ამფითეატრის პანორამა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]