დურგასაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Skyline of Durga Sagar দুর্গা সাগর
დურგასაგარი (দুর্গা সাগর)

დურგასაგარი (ადგილზე ცნობილია, როგორც მადაბპაშა დიგი) — სამხრეთ ბანგლადეშის უდიდესი ტბა, წყალშემკრები აუზი. საერთო ფართობი შეადგენს 2500 ჰექტარს. მდებარეობს ქალაქ ბარისალიდან დაახლოებით 11 კმ-ის მოშორებით. იგი დაკავშირებულია რანი დურგაბათის, რაჯა ჯოი ნარაიანას დედის სახელთან, რომელმაც იგი 1780 წელს გაათხრევინა.

ტბის შუაგულში პატარა კუნძულია.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბა მდებარეობს ბარისალიდან 11 კმ. ბაბუგანჯის უპაზილაში, სოფელ მადაბპაშაში. ტურისტებს შეუძლიათ იქ გამგზავრება საავტომობილო გზით. მათ შორის ავტობუსით ქალაქ ბარისალიდან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურგასაგარის ხედები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]