დუმ-პალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუმ-პალმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  დუმ-პალმა
ლათინური სახელი
Hyphaene

დუმ-პალმა (Hyphaene) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. 12-15 მ სიმაღლის ორსახლიანი მცენარეა.

შეიცავს 30-მდე სახეობას. გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკასა და ინდოეთში. უფრო მეტად ცნობილია პალმა Hyphaene thebaica, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში იზრდება. ნაყოფის ტბილობი იჭმება, სპილოს ძვლის მსგავს მაგარ თესლ სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ. მერქანი მძიმე და გამძლეა.

ბოტანიკური ბაღების ორანჟერეებში ზოგჯერ აშენებენ სამხრეთაფრიკულ პალმა Hyphaene crinita-ს, რომლის სიმაღლე 6 მ აღწევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]