დუმუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დუმუზი (შუმ.ძე ჭეშმარიტი“, მოგვიანებით ცნობილი როგორც თამუზი) − ძველი მესოპოტამიური ღვთაება. ღვთაებრივი მწყემსი, ნაყოფიერების ღმერთი შუმერულ პანთეონში, ინანას (აქად. იშთარი) საყვარელი და ქმარი. გეშთინანას, მემცენარეობის ქალღმერთის ძმა. შუმერის მეფეთა სიაში დუმუზი მოხსენიებულია როგორც ქალაქ ბად-თიბირას წარღვნამდელი მეფე და ასევე, როგორც ქალაქ ურუკის ადრეული მეფე. პოემაში ინანა უპირატეობას ანიჭებს ფერმერს დუმუზი ფერმერ ენქიმდუს უპირისპირდება ქალღმერთის ცოლად მოსაყვანად. პოემაში ინანას ჩასვლა მიწისქვეშეთში, დუმუზი მწუხარებას მიეცემა ინანას დაღუპვის გამო, მაგრამ მიწისქვეშეთიდან ინანას დაბრუნების შემდეგ ქალღმერთი თავის სანაცვლოდ დემონებს დუმუზის წაყვანის ნებას რთავს. მოგვიანებით ინანა ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას და ბრძანებს, რომ დუმუზი მიწისქვეშეთში ნახევარ წელს გაატარებს, ხოლო წლის მეორე ნახევარს მიწისქვეშეთში დუმუზისა დ გეშითინანა დარჩება, რაც საერთო ჯამში წელიწადის დროების წრებრუნვის განსახიერებაა. დუმუზი ბერძნული ადონისისა და ატისის უძველესი სახეა: ღმერთი, რომელიც კვდება და აღდგება, როგორც მცენარეთა ჭკნობისა და აყვავების განსახიერება.

გილგამეშის ეპოსში გილგამეში თამუზს მეექვსე ფილაში მოიხსენიებს როგორც იშთარის ყოფილ საყვარელს, რომელიც მოტეხილფრთიან ჩიტად გადაიქცა. დუმუზი ნაყოფიერებასთან დამემცენარეობასთან იყო დაკავშირებული და ცხელი, მშრალი ზაფხულიმესოპოტამიელებს დუმუზის ყოველწლიური სიკვდილის გამოხატულებად მიაჩნდათ. შუა ზაფხულში დუმუზის სახელობის თვეში მთელი მესოპოტამიიდან ხალხი დუმუზის რიტუალური დატირების ცერემონიაში იყო ჩართული. მეოცე საუკუნის ბოლოს მკვლევართა შორის ფართოდ გავრცელდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ შუმერული აკიტუს ფესტივალის მეშვეობით, შუმერის მეფეების მიერ დუმუზის როლის მორგება და ინანას უმაღლეს ქურუმებთან რიტუალური სექსუალური ურთიერთობა წმინდა საქორწინო ცერემონიას წარმოადგენდა და მეფის ლეგიტიმურობას გამოხატავდა. ამგვარი ახსნა თანამედროვე მკვლევართა მეირ უარყოფილია, როგორც შუმერული ლიტერატურული ტექსტების არასწორი ინტერპრეტაცია. დუმუზის კულტი ლევანტსა და საბერძნეთშიც გავრცელდა და დასავლეთ სემიტური ენის შესაბამისად ადონისის სახელი მიიღო.

იშთარისა და დუმუზის კულტი ა.წ. XI საუკუნემდე ყვაოდა და მესოპოტამიის ნაწილებში გვიან მეთვრამეტე საუკუნემდე შემორჩა. თამუზი მოხსენიებულა ეზეკიელის წიგნში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში რელიგიის მკვლევართა შორის გავრცელდა მოსაზრება, რომ დუმუზი მომაკვდავი-მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის პირველი მაგალითი და არქეტიპი იყო,მაგრამ მეოცე საუკუნის შუა წლებში ინანას წრმოშობის შესახებ მთელი ტექსტის აღმოჩენის შემდეგ მკვლევართა ეს მოსაზრება უარყვეს, რადგანაც თხრობა დუმუზის სიკვდილით მთავრდება და არა მკვდრეთით აღდგომით. თანამედროვე მკვლევრები კიდევ უფრო მეტად უარყოფენ მომაკვდავი-მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის არქეტიპის ვერსიას.

თაყვანისცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასირიოლოგები ჯერემი ბლექი და ენტონი გრინი დუმუზის კულტის ადრეულ ისტორიას აღწერენ როგორც კომპლექსურსა და გასაოცარს. შუმერის მეფეთა სიის მიხედვით დუმუზი ქალაქ ბად-თიბირას მეხუთე წარღვნამდელი მეფე იყო.[1] დუმუზი მოხსენიებულია ქალაქ ურუკის ადრეულ მეფეთა შორისაც სადაც ნათქვამია, რომ ის მახლობელი სოფლიდან, კუარადან იყო ჩამოსული[1] და ქალღმერთ ინანას მეუღლე იყო. ტექსტის მწყემსი დუმუზი მიხედვით, დუმუზი რძის წარმომშობად ითვლება, რომელიც ძველ შუმერში იშვიათი სეზონური პროდუქტი იყო, რადგანაც დიდხანს ვერ ინახებოდა.

მითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუმუზიმ ჯადოსნური სიზმარი ნახა, რომელშიც არაერთი სიმბოლო ენიშნა: თითქოს ლერწმის ტყე აღიმართა, ლაგვინიდან რძე აღარ დიოდა, ხე აღმოიფხვრა, სასმისი სარიდან ისე დავარდა, დაცლა ვერ მოასწრო, კომბალი გაქრა და მისი ვერძი ჩლიქებით მიწას თხრიდა.

დუმუზიმ გეშითინანას უხმო. დას სიზმარი ცუდად ენიშნა და შემდეგნაირად ახსნა: ლერწმის ტყე მეკობრეებია, მარტოხელა ლერწამი - დედა, ხოლო ორიდან ერთი ლერწმის წაღება ერთ-ერთი ჩვენგანის სიკვდილზე მიუთითებსო. დამ ხის აღმოფხვრა მშობელი მიწიდან მოშორებას დაუკავშირა, ხოლო კომბლის გაქრობა - შემწეს გაქრობას; თხისა და თიკნის გაფანტვა მეკობრის მიერ ჯოგის გაწყვეტად ენიშნა, ხოლო ვერძის მიერ მიწის თხრა - სამარის თხრად.

როცა ქვესკნელიდან ქალღმერთი ინანა ამოდიოდა, ანუნაქები აღშფოთდნენ - ქვესკნელიდან ცოცხალი ვინ ასულაო. მავნე ღმერთებმა ქალღმერთს გზა შეუკრეს და სამაგიერო მოსთხოვეს. დავის შემდეგ ანუნაქებმა ინანას დასტურით ტახტზე მჯდომ დუმუზის ხელი ჩაავლეს. დუმუზი ტიროდა და შველას ითხოვდა: ხელ-ფეხი გველებად მექცეს, რომ ანუნაქებს გავექცეო, რის შემდეგ ინანაც გლოვას იწყებს.

დუმუზის მთავარი საკულტო ადგილი ქალაქ ლაგაშში ჰქონდა. მას არაერთი ეპითეტით ამკობდნენ: „მიწისქვეშა წყალთა ძე ჭეშმარიტი“, „ ქულიანა“ (ცის მოყვასი), „ქულ-ენლილი“ (ენლილის მოყვარე), „ქინირშაგელი“ და სხვ.

დუმუზის სახე, როგორც ბუნების კვდომისა და განახლების სიმბოლო, მაღალმხატვრულად და ღრმააზროვნადაა დამუშავებული. დუმუზის, თამუზის სახელი სვანურშია შემორჩენილი: გავრცელებული საკუთარი სახელი - თამუზა, ქალის სახელი კი - თამუნია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Black და Green 1992, გვ. 72.
  2. გელოვანი, ა. (2016). მითოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-21-968-9. გვ.198.