დუმეირის კუნძულები
იერსახე
მშობ. სახელი: ინგლ. Doumeira Islands | |
---|---|
![]() დუმეირის და კალიდის კუნძულები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბაბ-ელ-მანდების სრუტე |
კოორდინატები | კოორდინატები: 12°42′56″ ჩ. გ. 43°08′49″ ა. გ. / 12.71556° ჩ. გ. 43.14694° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | დუმეირა |
ფართობი | 1,29 კმ² |
სიგრძე | 1,5 კმ |
სიგანე | 1,0 კმ |
უმაღლესი წერტილი | 46 მ |
![]() ![]() | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი |

დუმეირის კუნძულები[1][2] (ინგლ. Doumeira Islands) — მდებარეობს ჯიბუტის ჩრდილო-აღმოსავლეთში და ერიტრეის სამხრეთ-აღმოსავლეთში წითელ ზღვის ბაბ-ელ-მანდების სრუტის ნაპირთან. ყველაზე დიდი კუნძულია დუმეირა, რომლიდანაც 250 მეტრში აღმოსავლეთით მდებარეობს გაცილებით უფრო პატარა კუნძული — კალიდა. რას-დუმეირას კონცხიდან სამხრეთ-დასავლეთით დაშორებულია 500 მეტრით. 1993 წელს ერიტრეის ეთიოპიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კუნძულებისათვის მიმდინარეობს ტერიტორიული დავა ერიტრეასა და ჯიბუტს შორის, რაც ზოგჯერ შეიარაღებულ შეტაკებებამდეც კი მიდიოდა. 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ კონფლიქტის გადასაჭრელად ორივე ქვეყანას მოუწოდა მოეძებნათ მშვიდობიანი გზები[3].