დულსე მარია საური რიანჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დულსე მარია საური რიანჩო
ესპ. Dulce María Sauri Riancho
Dulce María Sauri Riancho (1993).jpg
დაბადების თარიღი 14 აგვისტო 1951(1951-08-14) (69 წლის)
დაბადების ადგილი მერიდა, იუკატანის შტატი, მექსიკა
მოქალაქეობა Flag of Mexico.svg მექსიკა
განათლება იბეროამერიკული უნივერსიტეტი
მეუღლე/ები ხოსე ლუის სიერა ვილიარეალი
dulcesauri.org

დულსე მარია საური რიანჩო (ესპ. Dulce María Sauri Riancho; დ. 14 აგვისტო, 1951, მერიდა, იუკატანი, მექსიკა) — მექსიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1991-1994 წლებში იყო იუკატანის შტატის პირველი ქალი-გუბერნატორი. მექსიკის კონგრესის წევრი და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1951 წლის 14 აგვისტოს იუკატანის შტატის ქალაქ მერიდაში. დაასრულა იბეროამერიკული უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი[2]. 1977-1982 წლებში მუშაობდა ფედერალურ სახელმწიფო სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე[3].

1981 წლიდან მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის აქტიური წევრია[1]. იყო იუკატანის შტატის კონგრესის დეპუტატი და ფედერალური დეპუტატთა პალატის წევრი იუკატანიდან (1982-1985 წწ.)[1]. 1988-1991 წლებში ფედერალური სენატორია ასევე იუკატანის შტატიდან. 1991-1994 წლებში იუკატანის გუბერნატორია, ხოლო შემდეგ ბრუნდება ფედერალურ დეპუტატთა საბჭოში (1994-1996 წწ.). 1995-2000 წლებში იყო ქალთა ეროვნული პროგრამის კოორდინატორი და ამავდროულად 1996-1999 წლებში შედიოდა ქალთა ეროვნულ კომისიაში[4].

1999-2002 წლებში იყო მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის თავმჯდომარე. 2000-2006 წლებში კვლავ კონგრესის ზედა პალატის წევრია[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Beetham, David (2007). Parliament and Democracy in the Twenty-First Century: a Guide to Good Practice. Inter-Parliamentary Union, გვ. 203. ISBN 978-92-9142-366-8. ციტირების თარიღი: 4 May 2011. 
  2. 2.0 2.1 Dulce Maria Sauri Riancho Spanish. El Universal (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 17 August 2015.
  3. Dulce María Sauri Riancho Spanish. Terra Networks México (2014).
  4. Nuestro Partido Spanish. Partido Revolucionario Institucional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 17 August 2015.