დულაბის სასაფლაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დულაბის სასაფლაო — სასაფლაოების ისტორიული კომპლექსი თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში, ირანში. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული სასაფლაო. შედგება ხუთი სექტორისაგან, ესენია:

  • სომხური სამოციქულო ეკლესიის
  • აღმოსავლეთის მართლმადიდებლური (რუსები, ქართველები და ბერძნები)
  • რომის კათოლიკური
  • სომხური კათოლიკური
  • ასირიელების (აღმოსავლეთის ასურული, ქალდეური კათოლიკური, პროტესტანტები)

ქართული სეგმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინადორა ხოშტარიას აკლდამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ააგო 1924 წელს საზოგადო მოღვაწემ და ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ მისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას საფლავზე.[1] ის ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციებს ემორჩილება და ამ სახის ერთადერთი ძეგლია ირანში.[2]

2017 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გასცა გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტზე, რომელმაც ფოტო მასალა, აკლდამის და ყველა ქართული საფლავის ანაზომები შეაგროვა და ძეგლის გადარჩენისათვის სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა.[3] 2019 წელს იწყება მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-09. ციტირების თარიღი: 2019-07-09.
  2. [1]
  3. [2]