დუგლას ენგელბარტი
დუგლას კარლ ენგელბარტი (ინგლ. Douglas Carl Engelbart; დ. 30 იანვარი, 1925, პორტლენდი, ორეგონის შტატი — გ. 2 ივლისი, 2013) — ამერიკელი მეცნიერი, ინჟინერი, გამომგონებელი და კომპიუტერული მეცნიერების მრავალი ასპექტის პიონერი. ადამიანურ-მანქანური ინტერფეისის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, კომპიუტერული თაგვის (Mouse) გამომგონებელი. ტიურინგის პრემიის ლაურეატი (1997). მის სახელს ატარებს ენგელბარტის კანონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის მუშაობის შინაგანი სიჩქარე ექსპონენციალურია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუგლას ენგელბარტი 1925 წელს ორეგონში დაიბადა, სადაც პატარა ფერმაში გაიზარდა. 1942 წელს მან საშუალო სკოლა დაამთავრა და ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის შესასწავლად ჩააბარა. სწავლა მეორე მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა. ის საზღვაო ფლოტში შევიდა და ორი წელი ფილიპინებში რადარის ტექნიკოსად გაატარა. ფილიპინებში ყოფნისას მან ვანევარ ბუშის „როგორც შეიძლება ვიფიქროთ“ წაიკითხა. ენგელბარტი მოგვიანებით წერილობით აღიარებდა ბუშის სტატიის გავლენას მის საკუთარ ნაშრომზე.
ომის შემდეგ ენგელბარტი სკოლაში დაბრუნდა და 1948 წელს ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. შემდეგ NASA-ს წინამორბედში, NACA-ს ეიმსის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. 1950 წლისთვის
„მივხვდი, რომ სტაბილური სამსახურის, დაქორწინებისა და ბედნიერად ცხოვრების გარდა სხვა მიზნები არ მქონდა“ |
და მან საკუთარ თავს ჰკითხა: „როგორ შეუძლია ჩემს კარიერას მაქსიმალურად გაზარდოს ჩემი წვლილი კაცობრიობის წინაშე?“. ის იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ რთულდებოდა სამყარო და ახსოვდა ბუშის „როგორც შეიძლება ვიფიქროთ“. მან დაიწყო წარმოდგენა ადამიანებისა, რომლებიც სხედან ეკრანების წინ, „დაფრინავენ“ ინფორმაციულ სივრცეში, სადაც მათ შეეძლოთ წარმოუდგენელი სისწრაფითა და მოქნილობით ჩამოეყალიბებინათ და ორგანიზება გაეწიათ თავიანთი იდეებისთვის.[34]
ენგელბარტმა ეიმსის ლაბორატორია დატოვა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. იქ ელექტროინჟინერია შეისწავლა კომპიუტერების სპეციალობით, 1953 წელს მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის (MS), ხოლო 1955 წელს ფილოსოფიის დოქტორის (PhD) ხარისხი.
DARPA
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენგელბარტის ხელმძღვანელობით, Augmentation Research Center-ის მიერ შემუშავებულმა სისტემამ – „oN-Line System“ (NLS), რომელიც ძირითადად მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს (ARPA) დაფინანსებით შეიქმნა და მოგვიანებით თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (DARPA) ეწოდა, მრავალი ტექნოლოგია აჩვენა, რომელთა უმეტესობა ამჟამად ფართოდ გამოიყენება. ეს მოიცავდა კომპიუტერის თაგვს, რასტრულ ეკრანებს, ტექსტურ რედაქტორებს და ჰიპერტექსტებს. ყველა ეს ტექნოლოგია 1968 წელს „ყველაზე მთავარ დემონსტრირებაზე“ („The Mother of All Demos)“ იყო წარმოდგენილი. ლაბორატორია 1970-იანი წლების ბოლოს SRI-დან Tymshare-ს გადაეცა, რომელიც 1984 წელს McDonnell Douglas-მა შეიძინა, ხოლო NLS-ს Augment (ამჟამად ენგელბარტის ინსტიტუტი) ეწოდა. რადგან Tymshare-ში და ასევე McDonnell Douglas-ში ენგელბარტი მისი იდეებისადმი ინტერესისა და მათ განსახორციელებლად დაფინანსების ნაკლებობას განიცდიდა, 1986 წელს პენსიაზე გავიდა.
შემდგომი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს ენგელბარტმა და მისმა ქალიშვილმა – ქრისტინამ დააარსეს Bootstrap Institute – მოგვიანებით ცნობილი, როგორც დაგ ენგელბარტის ინსტიტუტი – მისი ხედვის გასავრცელებლად, განსაკუთრებით სტენფორდის უნივერსიტეტში. ამ ძალისხმევამ გამოიწვია DARPA-ს გარკვეული დაფინანსება Augment-ის მომხმარებლის ინტერფეისის მოდერნიზებისთვის.
ენგელბარტი 1997 წელს გახდა ტიურინგის პრემიის ლაურეატი. 2000 წლის დეკემბერში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ენგელბარტს გადასცა ტექნოლოგიის ეროვნული მედალი, აშშ-ის უმაღლესი ტექნოლოგიური ჯილდო. 2008 წლის დეკემბერში, იგი SRI-მ დააჯილდოვა „ყველაზე მთავარი დემონსტრირების“ 40 წლის იუბილეზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Explore the impact & opportunity. Doug Engelbart Institute formerly Bootstrap Institute
- Internet Pioneers — Doug Engelbart
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #124884253 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ http://www.nndb.com/lists/497/000063308/
- ↑ http://www.nytimes.com/2013/07/04/technology/douglas-c-engelbart-inventor-of-the-computer-mouse-dies-at-88.html
- 1 2 SNAC — 2010.
- ↑ http://www.ibtimes.co.uk/douglas-engelbart-computer-mouse-inventor-dies-88-486491
- ↑ http://www.techgig.com/tech-news/editors-pick/Douglas-Engelbart-inventor-of-PC-mouse-dies-18762
- ↑ http://zeenews.india.com/news/science/douglas-engelbart-inventor-of-computer-mouse-dies-at-88_859845.html
- ↑ http://lifeinlegacy.com/Display.aspx?weekof=2013-07-06
- ↑ http://lifeinlegacy.com/display.php?weekof=2013-07-06
- ↑ Էնգելբարտը The New York Times Company կայքում
- ↑ Դուգլաս Էնգելբարտը 2020,Encyclopædia Britannica կայքում
- ↑ https://www.encyclopedia.com/reference/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/engelbart-douglas-carl
- 1 2 3 4 5 6 Curriculum Vitae
- ↑ https://kureansiklopedi.com/en/detay/douglas-engelbart-5d2ec
- ↑ McCarty M. Happy Birthday, Douglas Engelbart — 2025.
- 1 2 Barnhill J. H. Douglas C. Engelbart — 2022. — ISSN 1097-0886
- ↑ Christina Engelbart Resume
- ↑ https://awards.acm.org/newell/award-recipients
- ↑ Doug Engelbart / IEEE Computer Society
- ↑ https://amturing.acm.org/award_winners/engelbart_5078811.cfm
- ↑ https://www.invent.org/inductees/douglas-engelbart
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/von_neumann_rl.pdf
- ↑ Franklin Institute website
- ↑ https://www.nationalmedals.org/laureates
- ↑ https://amturing.acm.org/award_winners/engelbart_7929781.cfm
- ↑ https://web.archive.org/web/20011211194800/http://www.webbyawards.com/main/webby_awards/winner_list.html
- ↑ https://archive.sigchi.org/awards/sigchi-award-recipients/2002-sigchi-awards/
- ↑ CPSR's 2005 Norbert Wiener Award to Douglas Engelbart / Computer Professionals for Social Responsibility
- ↑ https://computerhistory.org/profile/doug-endelbart/
- ↑ Curriculum Vitae
- ↑ CEA Names Industry Leaders to Be Inducted into CE Hall of Fame — 2012.
- ↑ https://www.internethalloffame.org/inductees/douglas-engelbart
- ↑ Internet Pioneers - Doug Engelbart
| ||||||||||||||
