დუბონტის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუბონტის ტბა
დუბონტის ტბა. აეროკოსმოსური ფოტოსურათი (NASA)
დუბონტის ტბა. აეროკოსმოსური ფოტოსურათი (NASA)
კოორდინატები: 63°04′00″ ჩ. გ. 101°42′00″ დ. გ. / 63.06667° ჩ. გ. 101.70000° დ. გ. / 63.06667; -101.70000
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 236 
ფართობი 3833 კმ²
ჩამდინარე მდინარეები დუბონტი
გამომდინარე მდინარე დუბონტი
დუბონტის ტბა — კანადა
დუბონტის ტბა

დუბონტის ტბა, დიუბონტის ტბა (ინგლ. Dubawnt Lake) — ტბა კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე. მდებარეობს პოლარული წრიდან სამხრეთით 350 კმ-ში, ზღვის დონიდან 236 მ სიმაღლეზე. ფართობი 3833 კმ². ტბაზე გაედინება მდინარე დუბონტი. აქვს ცვალებადი სანაპირო ხაზი. არის მრავალრიცხოვანი კუნძულები. წყალი გამჭვირვალეა. ნაპირები დაფარულია დაბალი არქტიკული ტუნდრით, სამხრეთ სანაპიროს ირგვლივ გვხვდება ნაძვი. დუბონტის ტბა აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა სემიუელ ჰირნმა 1770 წელს, თუმცა 1893 წლამდე ტბა პრაქტიკულად უცნობი დარჩა, მანამ სანამ ჯოზეფ ბერ ტირელმა განმეორებით არ შეისწავლა იგი. ზაფხულის პერიოდში ტბა სამოყვარულო თევზჭერის ობიექტია. მდიდარია თევზით; მოიპოვება ტბის კალმახი, სიგი, არქტიკული ჰარიუსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]