დუბლინის ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დუბლინის ზოოპარკი
გახსნის თარიღი 1 სექტემბერი, 1831
მდებარეობა დუბლინი, ირლანდიის დროშა ირლანდია
ტერიტორიის ფართობი 28ჰა
კოორდინატები 53°21′14″ ჩ. გ. 6°18′14″ დ. გ. / 53.35389° ჩ. გ. 6.30389° დ. გ. / 53.35389; -6.30389
სტუმრების წლიური რაოდენობა 1 029 417 (2012)

დუბლინის ზოოპარკი (ირლ. Zú Bhaile Átha Cliath[1][2]) — ზოოპარკი დუბლინში, ირლანდია. იგი დუბლინის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ტერიტორიას წარმოადგენს — დაახლოებით 960 000 სტუმარი წელიწადში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბლინის ზოოპარკი დაარსდა 1830 წელს, ხოლო 1831 წლის 1 სექტემბერს, საჯაროდ გაიხსნა. თავდაპირველად, ზოოპარკში წარმოდგენილი იყო 70-ზე მეტი ფრინველი და 46 ძუძუმწოვარი. 1916 წელს, ზოგიერთი ცხოველი საკვების უქონლობის გამო გარდაიცვალა, თუმცა, მოგვიანებით ეს რაოდენობა აღადგინეს.

1994 წელს, ირლანდიის მთავრობამ მიიღო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ზოოპარკის განვითარებას და ცხოველებისთვის კონკრეტული პირობების შექმნას მის ტერიტორიაზე.

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოპარკში ცხოვრობენ: სპილოები, ლომები, ვეფხვები, იაგუარები, ლეოპარდები, ბეჰემოთები, ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები, მარტორქისებრნი, გიბონისებრნი, ორანგუტანები, ლემურები, გორილები, მაიმუნები, აფრიკული სირაქლემები, პინგვინები, ფლამინგოები, იგუანასებრნი, პანდები, სურიკატები, ბრაზილიური ტაპირები, ოკაპები, კატისებრი ლემურები, შიმპანზეები და სხვა ცხოველები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]