დუბაის საოცრებათა ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუბაის საოცრებათა ბაღიحديقة الزهور بدبي

დუბაის საოცრებათა ბაღი (არაბ. حديقة الزهور بدبي)— ყვავილების ბაღი, რომელიც მდებარეობს დუბაილენდში, დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ბაღი გაიხსნა 2013 წელს ვალენტინობის დღეს [1]მსოფლიოში უდიდეს ყვავილების ბაღს უკავია 72,000 კვადრატული მეტრი (780,000 კვადრატული ფუტი), სადაც წარმოდგენილია50 მილიონზე მეტი ყვავილი და 250 მილიონი მცენარე. [2][3]

2015 წლის აპრილში ბაღს მიენიჭა ტურისტული პრემია Garden Tourism Award 2015.[4]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბაის საოცრებათა ბაღის პირველი პროექტის კონცეფცია ჩამოყალიბდა დუბაილენდსა და კომპანია  Dubai Properties Group- ს შორის შეთანხმების საფუძველზე. პროექტის შემუშავება მოხდა Akar Landscaping and Agriculture– სთან შეთანხმებით, [5] იორდანიელი ბიზნესმენის აბდელ ნასერ რაჰალის ხელმძღვანელობით. [6] პროექტის ღირებულება შეფასდა 40 მილიონ არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამად (11 მილიონი აშშ დოლარი). [7]

პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. ბაღი გაიხსნა 2013 წლის თებერვალში. ის  შედგებოდა 21000 კვ.ფუტი. გარე ობიექტისგან. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ლანდშაფტის  ჩათვლით,  რომელთაგან თითოეულს თავისი დიზაინი აქვს. [5] პირველი ფაზის განვითარებას ორი თვე დასჭირდა. დასაქმებული იყო 400 მუშა.

პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო 2013 წლის ივნისის შუა რიცხვებში და დასრულდა ოქტომბერში. ის გულისხმობდა 70% -იან გაფართოებას, 21,000 კვ.ფუტი და მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობას 850,000 კვ.ფუტი, ბაღის მთლიანი ფართობი გაიზარდა 2 მილიონ კვადრატულ მეტრამდე მშენებლობის მეორე ფაზა ასევე მოიცავდა ყვავილების საათს, პეპლების ბაღს, მაღაზიებსა და მეჩეთებს.[8]

ყვავილების განლაგება და დიზაინი ხშირად იცვლება იმ მიზეზით, რომ დამთვალიერებლებისათვის ბაღში ვიზიტი საინტერესო იყოს ყოველ ჯერზე. ბაღში იშვიათი სახეობის ყვავილებია, რომელთა ნაწილი გადაშენების პირასაა. მათ შორის აღსანიშნავია ახლო აღმოსავლეთიდან შემოტანილი იშვიათი ჯიშის „Petunias and geraniums”.

მუშაობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესუმზირის მინდვრები დუბაის საცრებათა ბაღში
ზესუმზირის მინდვრები დუბაის საცრებათა ბაღში

დუბაის საოცრებათა ბაღი მუშაობს ყოველწლიურად ოქტომბრიდან აპრილამდე (ზოგჯერ მცირედი ცვლილებით) და მაისიდან სექტემბრამდე დახურულია მაღალი ტემპერატურის გამო. საშუალო ტემპერატურა ზაფხულშიაღწევს 40 ° C (104 ° F) რაც არ უწყობს ხელს ყვავილების დათვალიერებას.[9]

სარწყავი სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბაის კლიმატის პირობებში ასეთი ყვავილების ბარის შექმნა შესაძლებელი გახდა წვეთოვანი ირიგაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც იძლევა წყლის უდანაკარგოდ ბოლო წვეთამდე გამოყენების საშუალებას.[10]

დუბაის პეპლების ბაღი
დუბაის პეპლების ბაღი

დუბაის პეპლების ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბაის პეპლების ბაღი დუბაის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა. დუბაის პეპლების ბაღი გაიხსნა 2015 წელს დუბაის საოცრებათა ბაღში. ის არის მსოფლიოში უდიდესი და რეგიონში პირველი პეპლების დახურული ბაღი  და საცავი 26 სახეობის 15000-ზე მეტი პეპლისთვის. [4]

ხელშეკრულება დისნეის კომპანიასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპილოს ტოპიარი
სპილოს ტოპიარი

დუბაის საოცრებათა ბაღსა და უოლტ დისნეის კომპანიას შორის სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა მიკი მაუსის ტოპიარი (ყვავილების ფიგურა). [11]იმავე წელს, დამონტაჟდა მინი მაუსის, გუფის, პლუტოს, დეიზი დაკის, დონალდ დაკის და ჰუის, დიუისა და ლუის ყვავილების ფიგურები. [12]

გინესის მსოფლიო რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბაის საოცრებათა ბაღმა დღეისათვის დაამყარა  გინესის 3 რეკორდი. 2013 -  დუბაის საოცრებათა ბაღი დასახელდა, როგორც  მსოფლიოს უდიდესი ვერტიკალური ბაღი [13] ბაღში Airbus A380- ის ყვავილების სტრუქტურა შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი ყვავილების სტრუქტურა მსოფლიოში[2] 18 მეტრის (59 ფუტის) სიმაღლის მიკი მაუსის ტოპიარი, რომლის წონა თითქმის 35 ტონაა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკებაა. [14]

პოპკულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი WWE მოჭიდავე და ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ჯონ სინა ასევე ეწვია დუბაის საოცრებათა ბაღს 2017 წლის ფილმის „ფერდინანდის“ პოპულარიზაციისთვის. ბაღში ასევე დაიდგა  ხარის -ფერდინანდის“ გიგანტური ყვავილების ქანდაკებაც.[15]ბაღში გადაიღეს ბოლივუდის ფილმის სცენები. [16] [17]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The World's most beautiful garden-In Dubai"[მკვდარი ბმული]. Xpress. 20 February 2013.
  2. 2.0 2.1 Tesorero, Angel (7 November 2017). "50 million blooms to wow visitors at Dubai Miracle Garden".[მკვდარი ბმული] Khaleej Times. Retrieved 30 October 2018.
  3. "Biggest Flower Garden in the World". Miracle Garden Blog. 17 September 2019. Retrieved 22 January 2020.
  4. 4.0 4.1 "Dubai Miracle Garden wins International Award".[მკვდარი ბმული] Gulf News. 1 April 2015. Retrieved 30 October 2015.
  5. 5.0 5.1 [.///www.arabianbusiness.com/first-miracle-garden-project-opens-in-dubai-48970 "First Miracle Garden project opens in Dubai"]. Arabian Business. 16 February 2013. Retrieved 20 October2015.
  6. Cooling Domes to be in Bloom In be in bloom for summer at Dubai's Miracle Gardensi[მკვდარი ბმული] Arabian Business. 16 February 2013. Retrieved 20 October2015.
  7. "Giant 'Miracle Garden' is Dubai's latest over-the-top attraction".[მკვდარი ბმული] Today. 2 March 2013. Retrieved 20 October2015.
  8. "Work on Garden phase twp began".[მკვდარი ბმული] Gulf Construction Worldwide. 1 August 2013. Retrieved 20 October 2015.
  9. "World's Largest natural flower garden opens in Dubai". CNN Travel. 5 March 2015. Retrieved 30 October 2015.
  10. "The Wonderful Bizarreness of Dubai Miracle Garden"[მკვდარი ბმული]. The National. 15 January 2015. Retrieved 30 October 2015.
  11. Zakaria, Sherouk (25 February 2018). "Dubai gets world's biggest Mickey Mouse floral structure".[მკვდარი ბმული] Khaleej Times. Retrieved 30 October 2018.
  12. "Disney Avenue opens at dubai miracle garden" დაარქივებული 2020-11-29 საიტზე Wayback Machine. . VELVET Magazine. November 2018. Retrieved 13 April2019.
  13. "Guinness World Records of Dubai Miracle Garden".[მკვდარი ბმული] Miracle Garden Blog. 27 April 2019.
  14. "Watch: Dubai Miracle Garden now home to 18-metre floral Mickey Mouse".[მკვდარი ბმული] The National. February 2018. Retrieved 30 October 2018.
  15. Masood, Usman (17 January 2017) [2017] John Sena at Dubai Miracle Garden Miracle Garden Blog. Dubai, United Arab Emirates. Retrieved 9 September 2020.
  16. "Vidya Balan and Emraan Hashmi film in Dubai".[მკვდარი ბმული] Gulf News. 16 November 2014. Retrieved 20 October 2015.
  17. "Vidya Balan, Emraan Hashmi in Dubai for 'Hamari Adhuri Kahani'[მკვდარი ბმული] shoot". Zee News. 17 November 2014. Retrieved 20 October 2015.