დსთ-ს რეფერენდუმი აფხაზეთში (1991)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

(რუს. „Всесоюзный референдум о сохранении СССР“ в Абхазии) — 1991 წლის 17 მარტს აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორიაზე ჩატარებული სრულიად საკავშირო რეფერენდუმი. აღნიშნული რეფერენდუმის მიზანი იყო გაერკვია მოკავშირე ქვეყნებში საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხი. რეფერენდუმს ზოგმა საბჭოთა ყვეყანამ და მათ შორის საქართელოს სსრ-მ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები მაინც გაიხსნა. რეფერენდუმზე დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 98.6 %-მა.

რეფერენდუმის საკითხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ საკავშირო რეფერენდუმზე ელექტორატს ევალებოდა გაეცა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე — „თვლით თუ არა აუცილებლობად, რომ შენარჩუნდეს საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკების კავშირი, როგორც განახლებული თანასწორუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკების ფედერაცია, რომელშიც სრულად იქნება დაცული ნებისმიერი ნაციონალობის ადამიანის უფლებები?“ (რუს. «Считаете ли Вы необходимым сохранение Союза Советских Социалистических Республик как обновлённой федерации равноправных суверенных республик, в которой будут в полной мере гарантироваться права и свободы человека любой национальности?»).

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დსთ-ს შექმნა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ნაკლებად ცენტრალიზებული მოდელის შექმნას. თუმცაღა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ამავროულად მთლიანად საქართველოს სსრ-ში მსგავსი რეფერენდუმი არც კი ჩატარებულა.

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაწყვეტილება ხმების რაოდენობა %
მომხრე 164,231 99.06
წინააღმდეგი 1,566 0.94
დაზიანებული/ცარიელი ბიულეტენები 747
ჯამში 166,544 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 318,317 52.32
წყარო: RRC

შემდგომი განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკებში რომელშიც ჩატარდა რეფერენდუმი, ამომრჩეველთა უმრავლესობის სურვილით დადგინდა დსთ-ს შექმნა, თუმცა მის შესრულებას ხელი შეუშალა ჯერ 1991 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოსკოვის პუტჩმა, ხოლო შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლამ 26 დეკემბერს.

ფაქტი, რომ აფხაზეთის ავტონომიურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ რეფერენდუმის შედეგად გადაწყვეტილება მიიღო იმ დროს, როდესაც საქართველომ 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, შემდგომ გამოყენებულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ როგორც არგუმენტი დამამტკიცებელი იმისა რომ საქართველო იმ დროისთვის უკვე ოფიციალურად დამოუკიდებელი იყო საბჭოთა კავშირიდან აფხაზთის გარეშე და აფხაზეთსაც უკვე ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად და სურვილისამებრ გადაეწყვიტა თავისი მომავალი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. State-Legal Relations Between Abkhazia and Georgia. UNPO. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 December 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-11-20.