დრუცკის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დრუცკის სამთავრო, ძველი რუსული საუფლისწულო სამთავრო, ჩამოყალიბდა XII საუკუნეში პოლოცკის მიწაზე. ცენტრი — ქ. დრუცკი. XII საუკუნის ბოლოს სმოლენსკმა შეიერთა, XIII საუკუნეში ლიტვამ. 1772 წელს დრუცკის სამთავროს ტერიტორია რუსეთმა დაიბრუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 645, თბ., 1978