დრუზუსის თაღი
დრუზუსის თაღი Arch of Drusus | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები | 25°41′52″ ჩ. გ. 04°12′30″ ა. გ. / 25.69778° ჩ. გ. 4.20833° ა. გ. |
მდებარეობა | იტალია, რომი |
დრუზუსის თაღი (ინგლ. Arch of Drusus) — იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე ძველი თაღი, რომელიც აპიუსის გზის პირველი მილის ახლოს და სან-სებასტიანოს კარიბჭის გვერდით მდებარეობს, იგი დიდი ხნის განმავლობაში არასწორად იდენტიფიცირებული იყო. სავარაუდოდ, ეს ტრაიანეს თაღის ნაშთებია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ თაღის ზუსტი წარმოშობა საკამათოა. დღეს მიიჩნევენ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს გერმანელთა დამპყრობელთან, ნერონ კლავდიუს დრუზუსთან. ორიგინალური დრუზუსის თაღი სენატმა ააგო მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 9 წელს და აპიუსის გზასთან თაღი აკავშირებდა. მისი ზუსტი მდებარეობა დადასტურებული არ არის, მაგრამ ეს თაღი დღეს აღარ არსებობს.[1]
რაც შეეხება არსებულ თაღს, ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, იგი აგებულია როგორც აკვა-მარციაზე დამატებული განშტოების ნაწილი, რომელიც კარაკალამ 211–216 წლებში შექმნა, რათა ამ აკვედუკიდან წყალი მის ახალ აბანოებამდე მიეწოდებინა. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ თაღი აკვედუკზე ადრინდელი იყო და აკვედუკი მის ზემოდან გაიყვანეს.
დღეს ამ თაღის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი არსებობს, მაგრამ თავდაპირველად ის სამმალიანი იყო, და ჰქონდა გვერდითი მოპირკეთება, თუმცა ის არასოდეს დასრულებულა. იგი ტრავერტინითაა აგებული და მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული, ხოლო თაღის გვერდებზე ნუმიდიური მარმარილოს სვეტები დგას. თაღის სიმაღლე 7,21 მეტრია. აკვა-ანტონინიანა (აკვა მარციას განშტოება) ამ თაღზე გადიოდა, თუმცა აგურით მოპირკეთებული ბეტონი, როგორც ჩანს, უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის.[2] რადგან თაღის მრავალი ელემენტი, როგორიცაა ფრონტონი და დამოუკიდებელი სვეტები, ტრაიანეს ეპოქისთვისაა დამახასიათებელი, დიდი ალბათობით, ეს თაღი ტრაიანეს თაღის ნაშთია.[3]
XIX საუკუნეში დაწერილი „აინზიდელნის მარშრუტი“ (Einsiedeln Itinerary) ეხება „შემახსენებელ თაღს“ (Arcus Recordationis), რომელიც კარაკალას აბანოებთან ახლოს იდგა. სავარაუდოდ, ეს სწორედ დრუზუსის თავდაპირველი თაღი იყო.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Richardson, L. A New Topographical Dictionary of Ancient Rome (1992), pg. 25
- ↑ Samuel Ball Platner: A Topographical Dictionary of Ancient Rome, London: Oxford University Press, 1929. http://www1.lib.uchicago.edu/cgi-bin/eos/eos_title.pl?callnum=DG16.P72
- ↑ Richardson, pgs. 30-31
- ↑ Richardson, pg. 25