დროშა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დროშა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დროშა (მრავალმნიშვნელოვანი).

დროშა“ — ქართული გაზეთი; გამოდიოდა პარიზში 1873 წლის 1 (13) აპრილიდან 11 (23) აპრილამდე. გამოიცა 10 ნომერი, დაბეჭდილია ჰექტოგრაფიული წესით. რედაქტორ-გამომცემელი — ნიკო ნიკოლაძე. გაზეთს ეპიგრაფად ჰქონდა გაშლილ დროშაზე წარწერილი ი. ჭავჭავაძის სიტყვები: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“. „დროშა“ განკუთვნილი იყო ევროპაში მოსწავლე ქართველ ახალგაზრდობისათვის; ეხებოდა მუშათა კლასის, ეროვნული მოძრაობის, სოციალიზმის, საგარეო პოლიტიკის და სხვა პრობლემებს. „დროშაში“ დაბეჭდილია ნ. ნიკოლაძის, დ. მიქელაძის (მეველე), პ. იზმაილოვის და სხვათა წერილები. გაზეთის რამდენიმე ნომერი ინახება ბრიტანეთის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუშვილი პ., კარლ მარქსი ქართულ პუბლიცისტიკასა და საზოგადოებრიობაში 1898 წლამდე, გამოც. მე-4, თბ., 1971;
  • ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში ტ. 2, ტფ., 1927